ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2022


●●●(გადაღეჭილთა)

მზემ: - ამას დახეთ, მაბამსო,
ლექსს მიძღვნის, ქარებს ატანსო,
ღრუბლის კარს გამოვუკეტავ
და დავუკარგავ მადასო.

სიტყვებს მოთმენით ვიკავებ,
თქმა  განა არ მემეტება?!
თქვენ გულს მე რით გაგიტოკებთ,
ჩემზე დიდებო, მეტებო?!

გადაღეჭილა ტექსტები,
საზომი, თემა, სათქმელი,
არ მშვენის, თორემ გეტყოდით,
გეტყოდით ხისტად: - ვაჰ, თქვენი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები