 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 23 თებერვალი, 2022 |
ჩემთან გათენდა, შენთან კიდევ სძინავს ალიონს, ჩემს საწოლს ცისკრის სურნელი აქვს, შენსას ვარსკვლავის, ნეტავ არ "ეთქვა" ჩვენს ქვეყანას შენთვის წადიო, ნეტავ შეგეძლოს ახლა მანდ თქვა "კარგად", "ნახვამდის!" გზები ყოველდღე თვითნებურად სავალს გადიან, გზებმა რა იცის, გზებს ცხოვრება ირჩევს და მართავს, დღეს შენ წახვედი, ხვალ და ზეგ კი სხვები დარდიან მშობლებს დატოვებს, ოჯახებს და... წლებსაც დაკარგავს... წავლენ და იქაც მოძებიან ცის ქვეშ ერთ ადგილს საეჭვოდ მყუდროს, მაგრამ მაინც სამყოფს დროებითს, ყველა მათგანი შეისუნთქავს იქაურ აპრილს, თუმცა ჩაჰყვება იმ გაზაფხულს გემო ნოემბრის... ჩემი ფანჯრიდან იცი?- მზე ჩანს ახლა, ქედს მიღმა, იმ, შენს წილ სხივსაც ენატრება, ძვირფასო, სითბო, რა მოხდა მერე მზე რომ ჰქვია, თავად რომ გვიცავს გრძნობა მასაც აქვს, სიცოცხლისთვის კაცის თავს ითხოვს. მაგრამ... შენ არ ხარ, არც ის სხვაა, წასულა ესეც, რა ქნას ბუნებამ? აერია კარგო დავთარი, ყოველდღე რაღაც იცვლება და ვიღაც ცვლის წესებს, ჰოდა ეძებე ახლა მიდი შენ სამართალი! ყოველ საღამოს, მზე რომ ჩადის შენთან ცისკრდება, ყოველ დილას კი მთვარედ დასცქერ ამ ჩემს ალიონს, ნეტავ შეგვეძლოს ახლა ერთად გამოფხიზლება, ნეტავ არ "ეთქვა" ჩვენს ქვეყანას შენთვის წადიო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|