 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 23 თებერვალი, 2022 |
სიცოცხლე ერთხელ გეძლევა და არა მგონია, შენი წუწუნის ღირსი იყოს ყოველ ცისმარე... რა მოხდა ზოგჯერ ცხოვრებას თუ მუქი ფონი აქვს, საითაც მეტი სინათლეა, წადი იმ მხარეს! მაინც ყველაფერს ეშველება, გარდა სიკვდილის, გამოსავალი ცუდად მოჩანს დარდის ლიბრიდან. წარსული უკან მოიტოვე, ნუღარ მისტირი, აჩვენე შენს თავს უკეთ ყოფნაც რომ შეგიძლია... ჯერ შენი თავი შეიყვარე, სხვა თუ არავინ, უამბე მარცხი, წარმატების ტკბილი წუთებიც... სისუსტეები შენი თავის რწმენას გპარავენ, შენი ფიქრების უხილავად მისაკუთრებით. გამოიხედე, მზემ ფანჯრებში მოგისაკლისა, მგონი, იმ მტრედმაც ყოველ დილით შენ რომ გაკითხავს. გამოდი გარეთ, მარტოობის მძიმე საკნიდან, ცხოვრება გიცდის და რა გჭირდა, ალბათ, არ გკითხავს... 22.02.22
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|