 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 1 მარტი, 2022 |
ცაზე რამდენი ვარსკვლავია დედიკო, ხედავ? დათვლა ხომ ვიცი, ახლა მაინც შევძლებ დავთვალო... მგონი ასია ან ას ოცი, გარბიან დედა, შეეშინდათ თუ გადაწყვიტეს მე გამაწვალონ?.. ნეტავი ერთი დავიჭირო აღმოხდა გართულს ოცნებებში და ქართულ ტუჩზე ღიმი ეპკურა, ასე ხარობდა, თანატოლს კი მისგან შორს არც თუ იმ დროს დათვლილი ვარსკვლავები საბნად ეხურა!.. დედა მამიკოს დაურეკე მიყიდოს ბურთი ყვითელი დედი, ჩემს მეგობარს ცისფერი კი აქვს, სხვებს სხვა ფერი აქვთ, მგონი ზუსტად გვექნება ხუთი, ტიტინებს ბავშვი და სიცოცხლე თვალებით მიაქვს. ქართველი ბიჭი მშობელს ხელში საჩუქრით ელის, უკრაინელს კი მხოლოდ ის სურს მამა დაბრუნდეს, ბუნება ახლა ყველგან რძისფერ სონეტებს მღერის, იმ ერთგან კიდევ გაზაფხული ვგონებ გაქურდეს... დედიკო იცი?- წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე: ტყეში ჩიტები ხეებიდან ცვიოდნენ სწრაფად, ერთ მონადირეს მათთვის დიდი დაედგა მახე... მითხარი დედი, ასეთ რამეს ხომ აღარ ვნახავ?.. არა, პატარავ, ქალის მზერით დამშვიდდა ბავშვი, შეიგრძნო მშობლის მოხვეული თბილი მკლავები, იქაც მშვიდდება რეალობად ქცეულ სიზმარში ბალღები, თუმცა განსხვავდება დედის თვალები! მერე სიზმარში ერთი ძია გამოჩნდა დედა, ჩიტებთან მუხლი მოიყარა, კოცნიდა თითქოს, ხელში აჰყავდა სათითაოდ თავისას ხვევდა, ჰო მართლა, ჩემგან ზურგით იდგა, ტიროდა ვფიქრობ. უცებ მობრუნდა, მე მის მზერას შევავლე თვალი, ზევით აღეპყრო, უბრწყინავდა სახე მთლიანად, იმ მონადირეს აერია იმ წამსვე კვალი, როცა შენიშნა ის კეთილი ძია მზიანად და სადღაც გაქრა, დაიკარგა, მომეშვა დედი, ჩიტების"მამამ" შეინახა თოფი მაშინვე, მას სხვა ძიებიც გვერდით ედგნენ, მაგრამ მე ბედი, დედი, იმ ციცქნა ჩიტუნების ბედი მატკივებს ამბობდა ბიჭი და ვარსკვლავებს ელოდა კვლავაც, მის ბაგეს იმ წუთს იმედი და სევდა დასდევდა, ის ვარსკვლავები სხვა ბავშვს ისევ ეხურა საბნად, იქაურთათვის ღამე ღამეს ფხიზლად ათევდა.
(მშვიდობა უკრაინას!)
(მშვიდობიან გაზაფხულს გისურვებთ მეგობრებო! მშვიდობიან გაზაფხულს გისურვებ მსოფლიო!)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|