#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
ნინო დარბაისელი სტრონი
“პირამიდებში”: პაოლო იაშვილის,,დარიანული დღიურების” ლიტერატურული პირველწყაროების შესახებ”
თეზისები
1. მოხსენება წარმოადგენს ქართულ პოეზიაში ცისფერყანწელთა შემოტანილი, კერძოდ, პაოლო იაშვილის მიერ დამუშავებული ერთი - ეგვიპტური თემისა და მასში გაერთიანებული პოეტური სახე- კონცეპტების ინტერტექსტუალური პლანის რეპროდუცირების ცდას.
3. ლექსს “პირამიდებში” უშუალოდ უნდა უძღოდეს პაოლოსავე ლექსი ,,სევდიანი ზურმუხტი”
https://poetry.ge/poets/paolo-iashvili/poems/919.sevdiani-zurmukhti.htm
რომელიც გამოქვეყნდა ჟ,, ცისფერი ყანწების” გამოსვლის მერე (1917) წელს, გრიშაშვილის ჟურნალ “ლეილაში”, მაგრამ იგი ადრე დაწერილი ჩანს, რადგან მისი ფორმა ჯერ “მძიმეა”. ფორმობრივი ნოვაციების დაწყებამდელია.
https://ka.m.wikipedia.org/wiki/ლეილა
4. თავისი მხრით, ეს ლექსი წარმოადგენს იმდროინდელი რუსული სიმბოლისტური სახე- კონცეპტების თავისებურ მოზაიკას. რუსული სიმბოლიზმი ეგვიპტური თემატიკით, სფინქსისა და პირამიდების, მეფე დედოფლის სიყვარულის მოდელით და ასე შემდეგ, დავალებულია ბოდლერის ,, ბოროტების ყვავილებითა” და
ოსკარ უაილდის პოემით “ სფინქსი”
https://victorianweb.org/authors/wilde/sphinx.html ნ.გუმილიოვის თარგმანი, შესრულებული ბწკარედიდან
https://gumilev.ru/translations/11/
5. ერთი მხრით, ოსკარ უაილდის პოემა “სფინქსი” და მეორე მხრით მისი ინსპირაციის წყარო - ბოდლერის “ბოროტების ყვავილები”
https://www.litres.ru/sharl-bodler/cvety-zla-5/chitat-onlayn/
https://wisetomcat.livejournal.com/80181.html?
სათავეს იღებს ედგარ პოს მცირე პროზაული ქმნილებიდან, ამავე სათაურით ,სფინქსი”.
https://victorianweb.org/authors/wilde/sphinx.html
https://xn----7sbb5adknde1cb0dyd.xn--p1ai/эдгар-по-сфинкс/
6. ცხადი და უდაოა, რომ პოეტური და ზოგადად ლიტერატურული ქმნილება არასოდეს დაიყვანება მის თუნდაც უმთავრეს ლიტერატურულ პირველწყარომდე და “პოეტური ალქიმია” ყოველ ახალ ეტაპზე ახლებური შენადნობის სახით წარმოგვიდგება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|