ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2022


ნატვრის ხე!

ნატვრის ხესთან ერთი გოგო ბევრჯერ
დამინახავს ლურჯი ნაჭრით ხელში,
ვიდრე სურვილს შეაბამდა ხეზე,
მის ქვეშ მუდამ წყალს ასხამდა პეშვით.
იზრდებოდა ბევრის მცოდნე ხე და
იზრდებოდა ბავშვიც მასთან ერთად,
კვლავ ათბობდა ფერად ნატვრებს მზე და,
კვლავ აჰქონდა ოცნებები ღმერთთან!
სულ ყოველთვის, თითქმის ყოველ დილას,
მეც ველოდი იმ ციმციმა ასულს,
უხეშ წვიმებს ანდაც ქარებს მკივანს
თავს დაღწეულს, სამშვიდობოს გასულს.
ველოდით და ისიც ყოველ ჯერზე
მოდიოდა დაუღალავ ნატვრით,
შეაბამდა ლურჯ ოცნებებს ხეზე,
ქალდებოდა გუშინდელი ბავშვი.
ერთ დღეს ქუჩა ცარიელი დამხვდა,
მე ჩავთვალე ავად გახდა ალბათ,
იმ ერთ დღესთან კვირეები გაჩნდა,
თვეები და წლებიც სწრაფად გაქრა.
მოგონებად შევინახეთ გოგო,
და ვცხოვრობდით, სხვა რა უნდა გვექნა?
მშვენდებოდა ნატვრის ხე და როგორ
ტოტებზე ხომ ოცნებები ესხა?..
მერე ზამთარს გაზაფხული მოჰყვა,
აღარ მახსოვს მერამდენე მართლა,
ჩვენს ქუჩაზე აპრილს ქალი მორცხვად
ეახლა და წარსულიც თან ახლდა.
ჰო, ის იყო, ლურჯი ტილოს ჩრდილით,
თვის ბავშვობას თვალებითღა ჰგავდა,
მარტო აღარ იყო, ორი შვილი
და მეუღლეც იქვე, გვერდით ჰყავდა.

უცქერდა და უღიმოდა დედა
ჯერ ხეს, მერე მის ახდენილ ნატვრებს,
ფერად ნაჭრებს ახლა ტყუპი ხვევდა
ხეს და თესდნენ ოცნებების მარცვლებს...
ნატვრის ხესთან ერთი გოგო მუდამ
მოდიოდა იმედიან სხივით...
ნატვრის ხესთან ახლა ქალი იდგა
მეუღლით და კიდევ, ორი შვილით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები