#ლექსები
ნინო დარბაისელი
შვილები
საცაა, გული გაგისკდება, ვიღაცის წასვლით ანდა მოსვლით, რაიმე შიშით, სიმამაცით, უბედურებით, ბედნიერებით, ომით, მშვიდობით… სულერთი არის, გამსკდარი გული - გამსკდარია.
განა ცოტაა გულგასატეხიც, ზოგჯერ მიზეზი არ დაგჭირდება. ამის მერეა, რომ თუ გადარჩი, გაგისქელდება ნაწიბურები, გიფეთქავს გული ზომიერად, ცოცხალი ხარ და შეგეხედება, სამაგიეროდ, გულგრილი და გულცივიც გახდი.
ყველა გულცივი - ადრე, წარსულში, მოსიყვარულე-გულ-გამტყდარია, რომელსაც ყოფამ უსამართლო ხელი დარია, ყველა გულცივი - გადარჩენილი ცოცხალ-მკვდარია, ყველა გულცივი - ახლა უკვე შეუმცდარია.
დაბადებით კი ყველა - შეცდომის შვილები ვართ, სულ ახალ-ახალ შეცდომებზე დაგეშილები, ჩვენ ვართ შვილები. წელშეზნექითა და დიდი მუცლის გამობზეკით დამტარებელთა გაჩენილები თუ მწველ ზაფხულში საწვიმარქვეშ ცხრათვიანი მუცლის მფარავთა - ერთად გვირგვინქვეშ შეუსვლელთა, შაბათისა თუ ამომსკდარი ვნების ნაყოფნი, ჩვენ ვართ შვილები! ჩვენ ვართ შვილები და რახანია, აღარ გვესმის სხვების კვნესა და ჩივილები.
ჩვენ ვართ შვილები - დაულოცავად დარჩენილები თუ ხმამაღლა დალოცვილები, ქვეყნად ყველაფერს და არაფერს ვემორჩილებით არ-გულჩვილები, გულგრილები, ჩვენ ვართ შვილები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეს ლექსიკონი შეგიძლიათ გამოტოვოთ, არის , რა! მაგრამ დროის გასვლას ველოდები, ძალიან მაგარი რაღაც მოსდევს და არ გამოგრჩეთ. ფეისელმა მეგობრებმა უკვე იციან. ეს ლექსიკონი შეგიძლიათ გამოტოვოთ, არის , რა! მაგრამ დროის გასვლას ველოდები, ძალიან მაგარი რაღაც მოსდევს და არ გამოგრჩეთ. ფეისელმა მეგობრებმა უკვე იციან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|