| ავტორი: ელადა ჟანრი: იუმორისტული 9 ოქტომბერი, 2023 |
მახსოვს სტუდენტობა, ვაბარებდით ბოთლებს, ბავშვთა სახლში ქადებს, ვურიგებდით ობლებს. უშუქობის წლებში ბებოს ნაქონი ლამპას, ჩავასხამდით დიზელს, და იწყებდა ლაპლალს. ბებოს ნაქონი უთოს, რიგი ედგა გრძელი, ავითვისეთ ყველა, თუ რამ გვქონდა ძ.ველი. ცარიელი დარჩა, სარდაფი და სხვენი, ჯართად ჩავაბარეთ, თვით ნათლიის ძღვენი. შავ ბაზარზე ვნახე, სამოვარი ჩაის, წამლის თვის გავყიდეთ, მაშინ ფასად ჩალის. უწარსულოდ დარჩა, ეს თაობა ჩვენი, მაშინ ვახსენდებით, როცა ქრება დენი. წარსულს დარჩა ბნელი, უშუქობის ხანა, სოფლად ისევ რჩება, მოუხსნელი ყანა.... ვეღარ ავითვისეთ, მიწის ყველა გოჯი, ჩვენ გვარიგებს ჭკუას
ყველა ,,მეცხრე გოჭი,,...
,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წარსულს დარჩა ბნელი, უშუქობის ხანა,
ჩვენ კი დაგვრჩა კარვები და აქციები ნათელი. წარსულს დარჩა ბნელი, უშუქობის ხანა,
ჩვენ კი დაგვრჩა კარვები და აქციები ნათელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|