 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 15 მარტი, 2022 |
იმ ღამეს ისე ძალიან თოვდა... იმ ღამეს ქუჩა თრთოდა სიცივით, შენ მოდიოდი და თან მოგქონდა შიშველი მარტი დათქმულ ფიცივით. შენ მოდიოდი და გეგებოდა სამყარო თითქოს ქალწულურ საბნად, თოვლში სიწმინდე დარდად გრჩებოდა და ნაკვალევიც ყვებოდა ამბავს: როგორ ადვილად გეწვია გრძნობა, როგორ აჰყევი მარტის ქარიშხლებს, რომ ცოტა იყო აპრილით თრობა, რომ უბრალოდ და მშვიდად გაგიშვეს. ყველა ნაბიჯი ამბობდა ამას, ყველანაირი რხევა მაგ ტანის, და ვერ გაძლევდა ვერავინ წამალს რომ გჩვენებოდა სული ამტანი... იმ ღამეს ისე ძალიან თოვდა... იმ ღამეს საზღვრებს ცდებოდა დარდი, შენ მოდიოდი და თან მოგქონდა, დათქმულ ფიცივით, შიშველი მარტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|