ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2022


❤❤????❤❤

მთლად უგზოო შენს ქუჩაზე შემოვედი ბარბაცით...
წვიმდა მაშინ, გიჟი მარტი ბოლო ძალებს იკრებდა,
საქართველო თქვენს გაზაფხულს დასძახოდა განგაშით,
მე კი უცხოს ფერადი დრო სხვა ქვეყნიდან მიმზერდა.
იცი?- ვიდრე წამოვედი ჩემს სახლშიდაც ყვაოდა
თებერვალი... მერე რა რომ თებერვალში თოვლია?
ალბათ ია ბედისწერის შესახვედრად ჩქარობდა,
ალბათ გრძნობდა ცივ სიშორეს, ჰო... მე ასე მგონია...
მოვდიოდი და მომქონდა ცეცხლის წვიმა მხარდამხარ,
ჩემს სამშობლოს თოვლთან ერთად ტყვიის ფიფქი ათოვდა,
ვგრძნობდი ყველა ძარღვი როგორ გამეყინა თანდათან,
მხოლოდ სულში პაწაწინა იმედი თუ მათბობდა.
საზღვრის იქით დამრჩა მაშინ ყველაფერი ნამდვილი,
სუსტი მხრებით ვერ შევძელი ჩემი მხარეც მეტვირთა,
ახლა აქ ვარ, თქვენს გვერდით მაქვს საოცნებო ადგილი,
მაგრამ სისხლი მენატრება ძმის, დაღვრილი მკერდიდან...
იმ დღეს უგზო შენს ქუჩაზე შემოვედი ბარბაცით,
ყველა კარი ღია იყო, ყველა სახლი მელოდა,
საქართველო თქვენს გაზაფხულს დასძახოდა განგაშით,
ჩემს გაზაფხულს კიდევ... რუსი თოფის ლულით "მღეროდა!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები