ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2022


. . .

მარტი აპრილის ბილიკებს ეძებს,
ზეცას კი ზამთრის ფერი აქვს უფრო,
ცივ  დედამიწის მდუმარე მკერდზე
ფიფქების ჯარი  ბობოქრობს უცხოდ.

თოვაში სახლი
და სახლში ორნი,
ფართო საწოლში ძალიან ვიწროდ,
ჩვილი ბავშვივით უდარდელ მშვიდ ძილს
ხანდახან ქარის სიფიცხე გვიფრთხობს.

ითოვოს,
წვიმდეს,
ქარი კიოდეს,
თუნდაც სამყარო შეირხეს ცამდის,
შენს ერთ სხეულში ორი სიცოცხლე
ჩემს სულში მაინც სხვაგვარად ყვავის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები