| ავტორი: ჯიმი ჟანრი: პროზა 22 მარტი, 2022 |
მიწა მშრალია.
ფეხქვეშ თბილად მხვდება, ჩუმად იფხვნება და ნელა მივდივარ. ხანდახან ტოტი გაიტკაცუნებს და შევჩერდები. მოვიხედავ და - არაფერია. გზა ამბნევია.
ასე მშრალი და თბილი იყო ხმელი წიწვი ტყის ნაპირებზე, შუაში კი სისხლი და დუჟი ერთად ეღვარა, ორივე შენი! დაღლილი, ტალახში მოგიახლოვდი და შუბლი შუბლზე მოგადე, შენ კი ამომხედე და, თვალების ჩაქრობამდე, ბოლოჯერ მეცი. დიდხანს ვიბანე. ჩემივე სისხლი იმ დილამდე არც კი მენახა.
წყალი გრილია. არა, ცხელია! თანაც ცივი, ყინულზე ცივი. ცეცხლის შიში ჯერ არ მქონია, მაგრამ ახლა ვხვდები, თურმე როგორც წვავს. ყელზე მადგება, წყურვილს ვერ ვიცხრობ და თავს ვანებებ: უკან ვბრუნდები.
დედის ბუდეშიც კი არ გვიჩხუბია. რისთვის გვეჩხუბა? ყველაფერს თმობდი. ჩუმი იყავი, თამაშითაც არ გიკბენია. დებს ერთმანეთი მალე სძულდებათ, ჩვენ კი მშვიდად გამოვიბარტყეთ. ზეცას ავცქერი. ღუბლები ნელა-ნელა იკარგებიან, ნიავი მაკრთობს. მერე რას შეხვდი ნეტავ, ქეშან, რა მოგივიდა?
ზეცა მშვიდია. პირველი ფრენის ალმური ასდის. ჰო, იმის მერე ფრთებს დავყვებოდი: ქუხილშიც, ქარშიც! ამ ზამთარს ღრუბლების თავზე დავსრიალებდი და ვიცინოდი: ქორის ყეფა დაბლა ისმოდა.
მაგრამ ახლა შორი ხმები თავსუკან მესმის. ქიცვი მეშლება, მუხლებს ვერ ვმართავ. ასეთ ნელ დარშიც, თბილში და მზეში, ყოველ აფრენას მაღლა, ციდან, რაღაცა მიშლის, დიდხანს ღრიალებს გამწარებით: “გარდანი - მე ვარ!”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|