ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2022


ჩვენში

შენ ცხოვრებამ დაგახვედრა სასახლე,
ჩემს ცხოვრებას სახლი დახვდა უბრალო,
შენს ცხოვრებად სურვილები დასახეს,
ჩემს ცხოვრებად კი ოცნება უდავოდ.
სურვილები ბევრი გქონდა... ვის არ აქვს?
მეც უთვალავ ოცნებებად ვთვრებოდი,
გიხდენდნენ და არ გყოფნიდა ვფიცავარ,
მიხდებოდა? -ახდენილით ვტკბებოდი.
შენ სკოლაში დადიოდი მანქანით,
მე მამიკოს კისრით, სუფთა ჰაერზე,
შენ მგზავრობდი ერთი ხედის ატანით,
მე კი მზერით ბევრი ხედი ვაერთე.
შენ ზამთარში თბილად იჯექ, შიგ სკამზე,
მერე რა რომ მე თავზე არ მეფარა?
იმ ჩემს "ტრანსპორტს" მამაჩემის ტკბილ მხარზე,
არ გავცვლიდი, რომც მოგეცა ქვეყანა.
შენ შერჩევით საუზმობდი ყოველდღე,
მე კი ვჭამდი თითქმის მუდამ ერთნაირს,
ჩემს კერძს უფრო გემო ჰქონდა მომენდე,
გადაღლილი დედის ხელით მომზადილს.
შენ ცეკვის და სიმღერის წრე არ გაკლდა,
გამზადებდნენ თითქმის ყველა საგანშიც,
მე კი ჩემთვის ვღიღინებდი, არ ჰგავდა
ღვთის ეს ნიჭი, შენს შესწავლილს განგაშით.
გავიზარდეთ, შენ წახვედი შენს გზაზე,
მეც მოვერგე ჩემს გზებს, ოდნავ ეკლიანს,
შენ ბილიკი უზრუნველად დახაზე,
ჩემს ბილიკს კი ოფლი აჩნდა, ძეძვიანს.
გიყურებდი შორიდან და ვხედავდი,
ნაბიჯები არაფრად არ მიგაჩნდა,
გრძნობდი, თუმცა თქმას ვერაფრით ბედავდი,
ჩემი ეზო რომ გერჩივნა შენს ბაღჩას!
შენ ცხოვრებამ დაგახვედრა სასახლე,
ჩემს ცხოვრებას სახლი დახვდა უბრალო,
შენი სული ოცნებისგან გაძარცვეს,
ჩემს სულს კიდევ უსაჩუქრეს უდავოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები