ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
14 აპრილი, 2022


დედა ენა



პირველად დედამ მანახა
საოცრად ლამაზი წიგნი,
მითხრა : ჩემსავით გიყვარდეს,
გზას გაგიკვალავს იგი.

ზღაპრის სამყაროს მსგავსია
ყველა ფურცელი მისი,
ზოგან თუ ია გვიღიმის,
ზოგან ჭიკჭიკი ისმის.

აქვს ლომის სიძლიერე და
სინაზე პეპლის ფრთების,
ისწავლი? გაგხდის დამხვდურად
შინა თუ გარე მტრების.

ის დედასავით თბილია
და დედასავით ერთი,
წიგნია-ყველა ქართველის
დასაფიცარი ღმერთი.

                                              ქართველი ხარ?

ქართველი ხარ? მაშ გიყვარდეს
დედა ენა, ქართული,
გერმანულის,ინგლისურის
იყავ სწავლით გართული.

ფრანგულიც და ესპანურიც
შეისწავლე თუ გინდა,
ქართული არ დაივიწყო
თუნდაც ერთი წუთითაც.

თუ მშობლიურ ენას პატივს
არა სცემ და არ გიყვარს,
მაშინ არ ხარ პატრიოტი,
მაშინ აბა რა გითხრა?

იქნებ ბედმა მოგატაროს
აზიაც და ევროპაც,
საამაყოდ, დამიჯერე
ქართველობაც გეყოფა.

თუ გსურს იყო ცხოვრებაში
მართლაც წელგამართული,
არასოდეს დაივიწყო
მშობლიური ქართული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები