ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2022


სინანული

ისევ მაისი ჩუხჩუხებს,
მაისი კვლავაც ფეთქავს...
დღეს, სხვა იჩემებს იმ ქუჩებს
ადრე ჩვენი რომ ერქვა...
წლები, ჰო... ბევრი გავიდა...
წლებს რა მოვთხოვო? რისთვის?
რაც მათთან ერთად წავიდა
ჩემი ბრალია, ვიცი!
უნდა მიმეცა უფლება
თავისთვის, უნდა მეთქვა:
როგორ შევშინდი უცებ და...
როგორ მინდოდა შენთან,
როგორ მიყვარდი და მსურდა
ყველა გზის ერთად რბევა,
ფიქრის, მარტო რომ დასრულდა
ჩვენს რეალობად ქცევა,
გზაარეული ოცნების
საერთო სივრცედ გაშლა,
ნაოქტომბრალი ფოთლებით
აპრილის მზისკენ ასვლა,
აკვირტებული ვნებების
სავსე ნაყოფად შესმა,
შეუცნობელი ბგერების
ამოხეთქვა და თესვა,
სამყაროს ყველა მხარეში
წასვლა და ჯვარის წერა,
ჩვენი გრძნობების თარეშით
სახსოვარ კვალთა ფენა,
მსურდა სიცოცლეს ჩვენი გზით
მთელს ცისქვეშეთში ევლო,
ყველას შეეგრძნო ფერი მზის
როგორ მინდოდა ჩემო...
მართლა მინდოდა შენს მზერას
შეკედლებოდა ერთად:
ჩემი ნაბიჯი, დღე, ჩვევა...
ნეტავ, ეს მაშინ მეთქვა!
ახლა მაისი ჩუხჩუხებს,
მაისი კვლავაც ფეთქავს...
დღეს, სხვა იჩემებს იმ ქუჩებს
ადრე ჩვენი რომ ერქვა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები