ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2022


(საბავშვო ლექსი-სიმღერა)

ჩემი სახლის ფანჯრებიდან
ვარსკვლავების ზღვა მოჩანს,
მათი დათვლა თუ მოგინდა
შეამჩნევ, რომ გამოგრჩა.
ერთი, ორი, სამი, ოთხი...
გარბიან და გარბიან,
დაედევნე თუნდაც ჯოხით
ვერც დაიჭერ, მარდია.
დედას ვკითხე თუ ოდესმე
გინახავსთქო ასეთი
თან ლამაზი, თან ჯიუტი
ხან ნაზი და ხან ცეტი?
ვარსკვლავები მიყვარს, მაგრამ
მაბრაზებენ ამით დე,
იქნებ ჩემი შეეშინდათ
და იმიტომ გაიქცნენ?..
დედას თბილად გაეღიმა
ახლა თვითონ დათვალა:
ერთი, ორი, სამი, ოთხი...
მაგრამ ვინ დააცალა,
ხუთი, ექვსი, შვიდი და რვა...
გარბიან და გარბიან
თუნდ იჩქარე, როგორ ქარმა
ვერ დაიჭერ, მარდია.
ათი, ოცი, ოცდაათი...
უჰ, ძილი მომერია,
ხვალ აქედან გავაგრძელებ
თუ არ აირევიან!
ერთი, ორი, სამი, ოთხი...
გარბიან და გარბიან,
ცხრამეტი და აი, ოციც...
ვერც დაიჭერ, მარდია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები