ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
25 ივნისი, 2022


William Shakespeare – Sonnet CLIII (153)

უილიამ  შექსპირი  -  სონეტი CLIII (153) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ

ეძინა ეროსს, ჩირაღდანი ეგდო მახლობლად,
დიანას ნიმფამ აიტაცა ნივთი ნაწადი,
ღელის ბინულში მოინება მისი შთაფლობა,
დაშრეტილიყო რათა ცეცხლი წყალთა ნაკადით.

ტრფობის აღმგზნები ცეცხლი ჩაქრა, ღვთიურ მაშხალის
ძალმოსილება შეითვისა წყაროს ბუნებამ,
თუ განიბანა სნებიანი, ანდა მაშვრალი
ცხელ ნაკადულში, უცილობლად განიკურნება.

მიჯნურის თვალით კვლავ დაენთო ტრფობის სახმილი,
ჩირაღდნის ძალის მოისურვა ღმერთმა გამოცდა,
დავსნეულდი და გავეშურე გულის ძახილით
მკურნალ წყაროსკენ, სიყვარულის გამოსალოცად.

თუმც ჯანმრთელობა არ შემეტყო ნამკურნალებსაც...
ვინძლო მიწამლონ სიყვარულის მშობმა თვალებმა!

25 ივნისი, 2022 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  https://shakespeare.folger.edu/shakespeares-works/shakespeares-sonnets/sonnet-153/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები