ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2022


დარჩი

გვირაბისკენ მივდივართ, ორივეს “the perks of being a wallflower”-ის ბოლო კადრი გვიტივტივდება გონებაში. მზე თავისი ბოლო სხივებით ანათებს, დარჩენილ ძალებს იკრებს და გვირაბში დათამაშებს.
მხოლოდ სპეციფიკურ უჯრებზე ადგამ ფეხს და ისე მიდიხარ. მზის ფონზე სილუეტებიღა ჩანს, ფორმები, თმები, სათვალეები.. ყველაფერი, რაც შენია. სულ ბოლოში გადიხარ, ერთ-ერთ უჯრაზე ჩერდები, ბრუნდები ჩემკენ და მიცინი. ჩვენი საფირმო მომენტია რაღაცნაირად თავიდანვე - ერთმანეთისკენ ვბრუნდებით და მიცინი. ყველაზე მშვიდი, თბილი, ნაცნობი ღიმილით.
ზოგიერთ კულტურაში მიაჩნიათ, რომ სიკვდილის წინ ადამიანი რასაც ხედავს, თვალებში იმის ანარეკლი რჩება. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სიკვდილის გარეშეც, უკვე ეს კადრი მაქვს თვალებში არეკლილი.
მელოდები როდის (დავიბრუნებ სუთქვას და) მოვალ შენამდე, მერე ცოტა ხანს ისევ მივდივართ. ვსხდებით, უფრო სწორად, მე ვჯდები, შენ წვები და მუხლებში მადებ თავს. ვხედავ, როგორ გაგირბის გონება სხვაგან.

What is it that you see?
Where are you now?
And when you close your eyes?
Are you happy?

რა თქმა უნდა, ეჭვები მაქვს სად არიან შენი ფიქრები, მაგრამ ვცდილობ არ გამოგეკიდო. სევდიანი ხარ და დამალვას არც ცდილობ. მინდა საფეთქლებზე შეგეხო და როგორმე მთელი შენი სევდა შევისრუტო. შენი თვალებიდან წეღანდელი მზე გაქრა, მხოლოდ შორს გაქცეული, სახეზე შერჩენილი ღიმილია. მერე მონატრებებზე ვსაუბრობთ. წასვლებზე, გამოტოვებულ შანსებზე და ვხვდები, რომ ასე ძალიან არასდროს მიგრძვნია შენი მონატრება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები