ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
6 ივლისი, 2022


William Blake - Ah Sunflower

უილიამ ბლეიკი - მზესუმზირა

აჰ, მზესუმზირავ, დროით მაშვრალიც
იჩენ მზის ბიჯთა დათვლის მზაობას,
რომ ოქროვანი ძებნო ცარგვალი,
სადაც ყარიბის წყდება მგზავრობა.

სადაც ჭაბუკი, ნდომით დამჭკნარი,
ქალწული, თოვლის ზეწრით ბურვილი,
ეშურებიან მკვდრეთით აღმდგარნი
და მზესუმზირავ, წახვალ სურვილით!

6 ივლისი, 2022 წ.


William Blake  - Ah Sunflower

Ah Sunflower, weary of time,
Who countest the steps of the sun;
Seeking after that sweet golden clime
Where the traveller's journey is done;

Where the Youth pined away with desire,
And the pale virgin shrouded in snow,
Arise from their graves, and aspire
Where my Sunflower wishes to go!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები