ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
12 ივლისი, 2022


William Blake - The Garden of Love

უილიამ ბლეიკი - ტრფობის ბაღნარი

მოვინახულე ტრფობის ბაღნარი
და დავინახე ჯერ არნახული,
ეკვდერი იდგა, სადაც ნარნარი
ბაღი მართობდა უწინ ზაფხულში.

დახშული იყო  საყდრის ჭიშკარი,
„შენთვის არაა“ - ამოეტვიფრათ, 
ყვავილნარისკენ ნაბილიკარით
წავედი, სატრფოს ბედზე მეფიქრა. 

გადავსილიყო ირგვლივ გარემო
ყვავილთა ნაცვლად მკვდართა ძეგლებით,
ლიტანიობდნენ მღვდლები გარშემო
და  ჩემს სურვილებს კრავდნენ ეკლებით.

12 ივლისი, პეტრე-პავლობა, 2022 წ.


William Blake - The Garden of Love

I went to the Garden of Love,
And saw what I never had seen:
A Chapel was built in the midst,
Where I used to play on the green.

And the gates of this Chapel were shut,
And Thou shalt not' writ over the door;
So I turn'd to the Garden of Love,
That so many sweet flowers bore,

And I saw it was filled with graves,
And tomb-stones where flowers should be:
And Priests in black gowns were walking their rounds,
And binding with briars my joys and desires.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები