უილიამ ბლეიკი – უმანკოების სიმღერები: შესავალი
ველად მავალი ვუკრავდი ავილს, თავს გავირთობდი მხიარულ ჰანგით, თვალი მოვკარი ღრუბელში ყმაწვილს და ჩამომძახა მცინარი ბაგით:
„კრავის შესახებ მიამბე გაკვრით“; ავახმიანე ხალისით სტვირი, „ისევ დამატკბე მესტვირევ დაკვრით“, დაკვრისას ბალღი მორთავდა ტირილს.
„სვიანი ნესტვი დააგდე დაბლა და წაიმღერე დაკრული უცებ“; მეც წავუმღერე სიმღერა კვალად, ის სიხარულის დაღვრიდა კურცხლებს.
"წიგნად აკინძე ნამღერი ჩქარა, რათა შეეძლოთ წაკითხვა მისი"; თვალთახედვიდან ანაზდად გაქრა, მე ამოვგლიჯე მახლობლად ისლი,
წავუმახვილე კალმისტარს წვერი და ავამღვრიე ანკარა წყალი… სიამისმომგვრელ სიმღერებს ვწერდი, რათა ხარობდეს ყოველი ბალღი.
13 ივლისი, ქრისტეს თორმეტი მოციქულის ხს. დღე, სვეტიცხოვლობა, 2022 წ.
William Blake - Songs Of Innocence: Introduction
Piping down the valleys wild Piping songs of pleasant glee On a cloud I saw a child. And he laughing said to me.
Pipe a song about a Lamb: So I piped with merry cheer, Piper, pipe that song again-- So I piped, he wept to hear.
Drop thy pipe thy happy pipe Sing thy songs of happy cheer, So I sung the same again While he wept with joy to hear
Piper sit thee down and write In a book that all may read-- So he vanished from my sight And I pluck'd a hollow reed.
And I made a rural pen, And I stained the water clear, And I wrote my happy songs, Every child may joy to hear.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უღრმესი მადლობა, კრავაი, გაიხარეთ! უღრმესი მადლობა, კრავაი, გაიხარეთ!
1. ძალიან მომეწონა, ლაღი და თავისუფალია. მელოდიურიც. 555555555 ძალიან მომეწონა, ლაღი და თავისუფალია. მელოდიურიც. 555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|