ემილი დიკინსონი - რატომ დამიხშეს სამოთხის კარი? (248)
რატომ დამიხშეს სამოთხის კარი? ხომ არ ვგალობდი მჭექარედ ძალზე? მე შემიძლია ჭიკჭიკი წყნარიც, პაწია, მფრთხალი ჩიტუნას ხმაზე!
თუ კვლავ გამომცდის ზეცის მხედრობა, დაავიწყდებათ ნაჭიკჭიკარი, გავუქარწყლებდი ჩემს აბეზრობას - გთხოვთ, არ დამიხშოთ ოღონდ ჭიშკარი!
მათებრ რომ მცმოდა თეთრი სტიქარი და მათ მოვეხმე კართან მეშველად, მეც ამეკრძალა მათთვის, მითხარით, სანუკვარ ბაღის შიგნით შეშვება?!
11 აგვისტო, 2022 წ.
Emily Dickinson - Why — do they shut Me out of Heaven?
Why — do they shut Me out of Heaven? Did I sing — too loud? But — I can say a little "Minor" Timid as a Bird!
Wouldn't the Angels try me — Just — once — more — Just — see — if I troubled them — But don't — shut the door!
Oh, if I — were the Gentleman In the "White Robe" — And they — were the little Hand — that knocked — Could — I — forbid?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|