ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
19 აგვისტო, 2022


Emily Dickinson – A Bird came down the Walk (359)

ემილი დიკინსონი - ჩიტი დახტოდა ჟღალი (359)

ჩიტი დახტოდა ჟღალი,
ვუთვალთვალებდი ჩუმად,
თანაბრად გაჭრა მატლი
და გადასანსლა უმად.

მოწყურებულმა ჩრდილში
შესვა ალერდის ცვარი,
კედლისკენ  გახტა ფრთხილი,
ხოჭოს უქცია მხარი.

დააცეცებდა თვალებს,
ზვერავდა სივრცეს ბაღჩის,
ვჭვრეტდი მფრთხალ მძივის მარცვლებს,
ბრუნავდა თავი ფარჩის.

ნიბლიას ციმციმ პეშვით
მე შევთავაზე ჩელხი,
მაგრამ აღვსილი ეჭვით
გაფრინდა, როგორც თელხი.

მის მოსმულ ხოფებს მაღლა
არ აჩნდა ნაწიბურიც,
ვით ვერ მოაფრქვევს ტალღას
შხეფებს პეპელა ცურვით.

18 აგვისტო, 2022 წ.


Emily Dickinson – A Bird came down the Walk (359)

A Bird came down the Walk —
He did not know I saw —
He bit an Angleworm in halves
And ate the fellow, raw,

And then he drank a Dew
From a convenient Grass —
And then hopped sidewise to the Wall
To let a Beetle pass —

He glanced with rapid eyes
That hurried all around —
They looked like frightened Beads, I thought —
He stirred his Velvet Head

Like one in danger, Cautious,
I offered him a Crumb
And he unrolled his feathers
And rowed him softer home —

Than Oars divide the Ocean,
Too silver for a seam —
Or Butterflies, off Banks of Noon
Leap, plashless as they swim.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები