| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 24 აგვისტო, 2022 |
,,გრაკლიანის წარწერის" კვლევის მეორე საფეხური
წინათქმა
შემთხვევით ჩამოვაგდე საუბარი ამ თემაზე უახლოეს მეგობართან და მან წამიიუმორა, რომ სიბერეში ცოტა ხომ არ დავუფსტვინეო. ვერ გავაგებინე, რომ მე პრეტენზია არ მქონდა კვლევის ზუსტ შედეგზე და სულმნათი ნოდარ დუმბაძისა არ იყოს ,,ჩემს ჭიას ვახარებდი. ამიტომ მას და სხვებსაც მინდა შევახსენო აინშტაინის გამონათქვამი: ,,ერთი შეკითხვა მაწუხებს მუდამ, მე ვარ გიჟი თუ სხვები"? ...
კვლევის ამ ეტაპზეც არ ჩავთვალეთ საჭიროდ კონცეფციის ცვლილება და შემუშავებული ალგორითმით მივყევით ,,ფანტაზიის დინებას“, ოღონდ იმ მკაცრი დათქმით, რომ ყველა მოსაზრება და ინფორმაცია გაგვემყარებინა თანამედროვე არქეოლოგიური ან ისტორიული ფაქტებით.
,,გრაკლიანის წარწერა“ უდავოა, რომ ძალიან რთული გასაშიფრია. ,,ტექსტი“ არ არის მოცულობითი და არცერთი ასო-ნიშანი, ჩვენი ვარაუდით არ მეორდება. იმასაც კი ვერ ვამტკიცებთ გადაჭრით, რომ აღნიშნული წარწერა ნამდვილად ანბანური დამწერლობითაა შესრულებული, რადგან ვიდრე იგი არ გაიშიფრება, ამის მტკიცება მხოლოდ პირობითი იქნება.
ერთი სიტყვით, ციყვივით წრეზე მოგვიწევს სირბილი მანამდე, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ ან ჩვენ, ანდაც სხვები. ღმერთმა ქნას ამის გაკეთება ჩვენზე ადრე შეძლოს ვინმემ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ,,ჭირსაც წაუღია“ სხვა ყველაფერი - დაფნის მწვანე თუ ოქროსფერი ფოთლებისაგან დაწნული გვირგვინი, სიამაყე და ა.შ. თუ ვინმეს რამეში შევეხიდებით ან წყვდიადში მოკიაფე სანთლის შუქი ვიქნებით, ჩვენთვის ესეც საკმარისია.
პირველ შემთხვევაში, ტექსტში, ჩვენ ე.წ. მზის გამოსახულებამდე არსებული წარწერა გავშიფრეთ, როგორც ,,ქაიმინ“, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ვარიანტია. მკითხველს მოეხსენება, რომ (ამის შესახებ ზემოთაც ვისაუბრეთ) ანბანური და სხვა ნებისმიერი დამწერლობისთვის ერთი ან ზოგჯერ რამდენიმე ათასწლეული ისეთი უსაშველო დრო არ არის, რომ არ დადგინდეს ,,ნათესაური კავშირი“ მასსა და ,,მშობელს“ შორის, რადგან ამ შემთხვევაშიც, როგორც ადამიანთან დაკავშირებით, არსებობს ერთგვარი დნმ -ის ე.წ. სპირალი, რომელშიც შენახულია, თანაც უპირობოდ, მისი (ანბანის) წარმოშობის, ნათესაური კავშირის, სტრუქტურისა და ა.შ. ინფორმაციები. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ვერ დაადგინოთ ,,წინაპარი“ (წინარე) ანბანი, მაგრამ დაადგენთ ,,შთამომავალს“. ზოგ შემთხვევაში კი, ანბანი საუკუნეების მანძილზე ისე მოქმედებს, რომ მხოლოდ მცირე ცვლილებას განიცდის. მაგალითად: ქართული მხედრული ანბანი შექმნილია დაახლოებით ა.წ. მე-10 საუკუნეში და მას დღემდე ვიყენებთ.
გრაკლიანის წარწერასთან“ მიმართებით, სწორედ ასეთი შემთხვევა გვაქვს. მართალია, ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი მისი წინარე ანბანი (თუკი ასეთი არსებობდა და ის თვითონ არ არის ,,წინარე“), მაგრამ შეგვიძლია დავადგინოთ მისი გავლენა სხვა ანბანურ დამწერლობებზე. ბევრ ანბანში მისი ასო-ნიშნები პირდაპირაა გადატანილი ან მცირედით სახეცვლილია, ანდაც მისადაგებულია სხვა ბგერითი მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ, ქვემოთ წარმოგიდგენთ ,,გრაკლიანის წარწერის“ პირველი სიტყვის სხვაგვარად წაკითხულ ფორმას.
ამასთან, აქვე დავძენთ, რომ დაახლოებით სამასი წლით ადრე, კოლხეთში იმყოფებოდნენ არგონავტები. სამწუხაროდ ესეც ხაზგასასმელია, რომ ,,ჩვენი მკვლევარები ვერ გაცდნენ ,,ოქროს საწმისს“ ისიც ლეგენდის დონეზე, არც ევრიპიდე და არც ესქილე მათ ნაწარმოებებში არ აჟღერებენ ანბანური დამწერლობის შესახებ ინფორმაციას, რაც ჩვენი აზრით იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ,,გრაკლიანის წარწერა“ სხვა ანბანიდან არ არის შექმნილი ან დაასლებული და ის ე.წ. წინარე ანბანია.
როგორც წინა კვლევისას, წარწერის პირველი ასო-ნიშანი ისევ მივიჩნიეთ ასო ,,ქ“-დ. მეორე კი, ლიგატურის გამოყენებით დაწერილ ორ ასო-ნიშნად: ,,ა“-დ და ,,ი“-დ, მაგრამ ასო ,,ი“ -ს, ასომთავრულში, მის ფორმას, როგორაც ის არის დაწერილი, მიესადაგება ასო ,,რ“.
მაშასადამე, პირველი სამი ასოა ,,ქარ“ და შემდეგ არის, ასევე ასომთავრულის გამოყენებით, ოღონდ მცირედი სახეცვლილებით დაწერილი ასო ,,თ“. ე.ი. გვაქვს სიტყვა ,,ქართ“-ი.
შემდეგი ასო ჩვენი აზრით არის ასო ,,ვ“. ,,გრაკლიანის წარწერაში“ ეს ასო წარმოდგენილია ცენტრალური ვერტიკალური ხაზით, რომელსაც აქვს ე.წ. მოხრილი მკლავები. მარჯვენა ზემოთ მიმართული და მარცხენა კი წვეროს გაგრძელება, რომელიც ვერტიკალურ ხაზთან ქმნის მართ კუთხეს.
ეს ნიშანი ასომთავრულში თითქმის იდენტურია, მხოლოდ მარჯვენა მკლავი დახრილია ქვემოთ მართი კუთხით, ნაცვლად ზემოთა მიმართულებისა. ამიტომ შეგვიძლია პირველი სიტყვა წავიკითხოთ როგორც ,,ქართვ“-ი.
,,ვ“ ასოს შემდეგ მოსდევს ლათინური H-ის მაგვარი პატარა ასო, რომელიც დაწერილია ,,ვ“-ს ქვემოთ, ოდნავ მარჯვნივ და მერე მზის სიმბოლო (ჩვენ ჯერ ვერ დავადგინეთ ეს რა ასოა).
წარწერაში გამოყენებული ,,მკლავებიანი ასო“ ასევე ძალიან ჰგავს ქალდევურ ,,ნ“-ს, ოღონდ მას არ აქვს მარცხენა ზედა მკლავი და ცენტრალური ვერტიკალური ხაზი დახრილია მარჯვენა მიმართულებით. მაშინ ჩვენ გვექნება სიტყვა ,,ქართნ“ -ი.
ახლა, რაც შეეხება კვლევის პირველ საფეხურში წარმოდგენილ ,,ა“ ასოს, რომელიც მხედრულია. ამგვარი ასო მოვიძიეთ ე.წ. ენოხურ დამწერლობაშიც და ის აღნიშნავდა ასო ,,დ“-ს.
მაშასადამე, ზემოთ ჩვენ ამიტომ გამოვთქვით ის მოსაზრება, რომ სხვადასხვა დამწერლობაში წინაპარი ანბანიდან გადასული ასოები შეიძლება დაიწეროს სახეცვლილებით, იდენტურად ანდაც მისადაგებული ჰქონდეთ სხვა ბგერები.
კვლევის ამ საფეხურზე ჩვენ ვივარაუდეთ შემდეგი: პირველი სიტყვა არის ,,ქართვ“ ან ,,ქართნ“ მერე მზის სიმბოლო და შემდეგ კიდევ რაღაც სიტყვა, რომელზეც ჯერ მუშაობა არ დაგვიწყია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ტექსტი უნდა შეეხებოდეს ,,გრაკლიანი გორის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომს, რომლებიც ღვთაება მზეს ევედრებოდნენ თავიანთ კეთილდღეობას. მ,აგალითად, თანამდეროვე გამოთქმით ასე: ,,ქართვ ან ქართნ, მზეო, დაიფარე!
ის ფაქტი, რომ იბერიის სახელწიფო მოგვიანებით შეიქმნა და ქართებიც იმ პერიოდში მხოლოდ ,,ფეხს იდგამდნენ“, არ ნიშნავს მათ არარსებობას. მაგალითად: ძვ.წ. მე-18 საუკუნის ლურსმულ წარწერაში მოხსენიებული არიან დაქირავებული კოლხი მეომრები, მაგრამ იმ ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, მათ სახელმწიფო არ გააჩნდათ.
ახლა ვიკვლევთ ასო ,,თ“ -ს სხვა მნიშვნელობასაც და ვფიქრობთ, რომ ის შეიძლება ერთ-ერთი ანბანის მიხედვით იყოს ასო ,,მ“. მაშინ გვექნება ,,ქარმვ“ ან ,,ქარმნ“ სიტყვები, რაც მართალია ,,ყურს“ ცუდად ხვდება, მაგრამ დამახასიათებელია იმ ეპოქისთვის. თანხმოვანთა ამგვარი თანმიმდევრობა სულაც არ იყო უცხო უძველესი ხალხისათვის.. მაგალითად ფინილიურ დამწერლობაში, ოცი (ზოგიერთი ოცდაორი) ასო-ნიშნიდან არცერთი არ იყო ხმოვანი.
და ბოლოს: მკითხველს ნუ გაუკვირდება კვლევის შედეგად დადგენილ სიტყვათა მრავალფეროვნება. ,,გრაკლიანის წარწერის" დეშიფრირების სისტემა ჩვენ სწორედ ასეთ ალგორითმზე ავაგეთ. როცა ყველა ვარიანტს ამოვწურავთ, ამის შემდეგ გამორიცხვის მეთოდით დავადგენთ იმ სიტყვას და ასო-ნიშნებს, რომლებიც ჩვენი წარმოდგენით ტექსტშია მოცემული. ავარჩევთ მხოლოდ ერთ ვარიანტს. - - - - - - - - - - - - - - - შენიშვნა: სამწუხაროდ ამ შემთხვევაშიც ვერ ვაქვეყნებთ ილუსტრაციებს და ანბანთა შესაბამის ცხრილებს, ამიტომ მომიწია სიტყვებით მათი აღწერა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუხა, დიდი მადლობა! თქვენ მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები. სახელმწიფოებრიობის არარსებობა არ ნიშნავდა ქართველური ეთნოსის რომელიმე ხალხის არარსებობას. მხოლოდ საქმე იმაში გახლავთ, რომ ვფიქრობდი არსებობდა მეტი ინფორმაცია და ,,რიხინ-რიხინით გავიდოდი ბოლოში. მე, რადგან პროფესიონალი მკვლევარი არ ვარ, რაღაც ინფორმაციების მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან მიხდება ან მიწევს თავში დაგროვილი ცოდნის გადაქექვა, რომელიც სიძველისა გამო ერთმანეთშია აზელილი, ამას კი ნერვებიც მიაქვს და დროც, მაგრამ ეს რომ ვიცოდი ამიტომაც შევქმენით ისეთი ალგორითმი, რომელიც გაგვიადვილებდა დასკვნების გამოტანას. ნ-ი-კ-იმ სამართლიანად შემახსენა წყაროების არ მითითებაზე, მაგრამ გიორგი მახარაშვილისა არ იყოს - რა ვქნა, კაცო, არ ვიცი! საზოგადოება როგორ დავაჯერო, იმიაში, რომ არც წყაროები, რუები და მითუმეტეს მდინარეები არ ,,გადაგვილახავს", მხოლოდ გამოვიყენეთ უძველეს ანბანთა ცხრილები, რომლებიც ,,ჩეჩქივით ყრია" ინტერნეტში, ან წერილობითი სახით წიგნებში. ჩავთვალეთ, რომ სხვათა კვლევების გამოყენება და სხვადასხვა წყაროების გაცნობა ხელს შეგვიშლიდა და მათ რელსებზე გადაგვიყვანდა. თქვენც გისურვებთ სიკეთეს! მუხა, დიდი მადლობა! თქვენ მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები. სახელმწიფოებრიობის არარსებობა არ ნიშნავდა ქართველური ეთნოსის რომელიმე ხალხის არარსებობას. მხოლოდ საქმე იმაში გახლავთ, რომ ვფიქრობდი არსებობდა მეტი ინფორმაცია და ,,რიხინ-რიხინით გავიდოდი ბოლოში. მე, რადგან პროფესიონალი მკვლევარი არ ვარ, რაღაც ინფორმაციების მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან მიხდება ან მიწევს თავში დაგროვილი ცოდნის გადაქექვა, რომელიც სიძველისა გამო ერთმანეთშია აზელილი, ამას კი ნერვებიც მიაქვს და დროც, მაგრამ ეს რომ ვიცოდი ამიტომაც შევქმენით ისეთი ალგორითმი, რომელიც გაგვიადვილებდა დასკვნების გამოტანას. ნ-ი-კ-იმ სამართლიანად შემახსენა წყაროების არ მითითებაზე, მაგრამ გიორგი მახარაშვილისა არ იყოს - რა ვქნა, კაცო, არ ვიცი! საზოგადოება როგორ დავაჯერო, იმიაში, რომ არც წყაროები, რუები და მითუმეტეს მდინარეები არ ,,გადაგვილახავს", მხოლოდ გამოვიყენეთ უძველეს ანბანთა ცხრილები, რომლებიც ,,ჩეჩქივით ყრია" ინტერნეტში, ან წერილობითი სახით წიგნებში. ჩავთვალეთ, რომ სხვათა კვლევების გამოყენება და სხვადასხვა წყაროების გაცნობა ხელს შეგვიშლიდა და მათ რელსებზე გადაგვიყვანდა. თქვენც გისურვებთ სიკეთეს!
3. საინტერესო გაგრძელებაა,გისურვებ წარმატებას, კვლევა ძალიან ბევრ შრომას ითხოვს და სიამოივნებასაც მიიღებთ, როცა მიაღწევთ თქვენ მიზანს,
ის ფაქტი, რომ იბერიის სახელწიფო მოგვიანებით შეიქმნა და ქართებიც იმ პერიოდში მხოლოდ ,,ფეხს იდგამდნენ“, არ ნიშნავს მათ არარსებობას. მაგალითად: ძვ.წ. მე-18 საუკუნის ლურსმულ წარწერაში მოხსენიებული არიან დაქირავებული კოლხი მეომრები, მაგრამ იმ ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, მათ სახელმწიფო არ გააჩნდათ. ეს აქსიომაა ამას მტკიცება არ უნდა, მეც ვითანხმები თქვენს მოსაზრებას,
ასევე ძალიან დამაინტერესა " ვიკვლევთ ასო ,,თ“ -ს სხვა მნიშვნელობასაც და ვფიქრობთ, რომ ის შეიძლება ერთ-ერთი ანბანის მიხედვით იყოს ასო ,,მ“. მაშინ გვექნება ,,ქარმვ“ ან ,,ქარმნ“ სიტყვები, რაც მართალია ,,ყურს“ ცუდად ხვდება, მაგრამ დამახასიათებელია იმ ეპოქისთვის. თანხმოვანთა ამგვარი თანმიმდევრობა სულაც არ იყო უცხო უძველესი ხალხისათვის.. მაგალითად ფინილიურ დამწერლობაში, ოცი (ზოგიერთი ოცდაორი) ასო-ნიშნიდან არცერთი არ იყო ხმოვანი". დაველოდები გაგრძელებას.
საინტერესო გაგრძელებაა,გისურვებ წარმატებას, კვლევა ძალიან ბევრ შრომას ითხოვს და სიამოივნებასაც მიიღებთ, როცა მიაღწევთ თქვენ მიზანს,
ის ფაქტი, რომ იბერიის სახელწიფო მოგვიანებით შეიქმნა და ქართებიც იმ პერიოდში მხოლოდ ,,ფეხს იდგამდნენ“, არ ნიშნავს მათ არარსებობას. მაგალითად: ძვ.წ. მე-18 საუკუნის ლურსმულ წარწერაში მოხსენიებული არიან დაქირავებული კოლხი მეომრები, მაგრამ იმ ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, მათ სახელმწიფო არ გააჩნდათ. ეს აქსიომაა ამას მტკიცება არ უნდა, მეც ვითანხმები თქვენს მოსაზრებას,
ასევე ძალიან დამაინტერესა " ვიკვლევთ ასო ,,თ“ -ს სხვა მნიშვნელობასაც და ვფიქრობთ, რომ ის შეიძლება ერთ-ერთი ანბანის მიხედვით იყოს ასო ,,მ“. მაშინ გვექნება ,,ქარმვ“ ან ,,ქარმნ“ სიტყვები, რაც მართალია ,,ყურს“ ცუდად ხვდება, მაგრამ დამახასიათებელია იმ ეპოქისთვის. თანხმოვანთა ამგვარი თანმიმდევრობა სულაც არ იყო უცხო უძველესი ხალხისათვის.. მაგალითად ფინილიურ დამწერლობაში, ოცი (ზოგიერთი ოცდაორი) ასო-ნიშნიდან არცერთი არ იყო ხმოვანი". დაველოდები გაგრძელებას.
2. ნ-ი-კ-ი გმადლობთ კომენტარისთვის.
ილუსტრაციების მიბმასთან დაკავშირებით, მე არ მიგულისხმია საიტის შესაძლებლობები. ჩემშია პრობლემა. წინა კვლევაში(,ვოინიჩის მანისკრიპტი) ვცადე და ილუსტრაციები მგონი ხმოვან თუ ვიდეო გამოსახულებას მივაბი. მე თვითონ მოვკვდი სიცილით.
რაც შეეხება ფოტოსურათის გადაღებას, მე ხომ პროფესიონალი არ გახლავართ? სურათები გადაღებულია ზემოდან (ფეხზე მდგომის მიერ) ქვემოთ, გვერდიდან ზემ,ოთ, რა ვიცი, იქიდან-აქით და არა მთლიანი რაკურსით და ა.შ. ჩემთვის ადგილზე მისვლა სულაც არ არის საჭირო, თუმცა ცაპირებ, ინტერნეტში და ბიბლიოთეკებში ვპოულობ შესაბამის ინფორმაციებს.
მე არც მეცნიერი ვარ და არც ამ საქმის სპეციალისტი. ამიტომ მხოლოდ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ ამ ე.წ. კვლევაში. სხვა რამეზე პრეტენზია არ გამაჩნია, ვთვლი, რომ ჯერ ისევ სრულ ჭკუაზე ვარ და ვიცი რასაც შევეჭიდე. უბრალოდ დავინტერესდი, წავიკითხე შე3საბამისი ლიტერატურა, ინფორმაცია და კვლევის პარალელურად, ვაგრძელებ საკუთარი თავის განსწავლულობას.
მესამე საფეხური კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ისეთ რაღაცას მივაკვლიე, თავად გავვოგნდი. თმები არა მაქვს, მაგრამ ჯერ ამომივიდა და შემდეგ ყალყზე დამიდგა.
ამ მიმართულებით კვლევები როგორ არ ტარდება, ტარდება და შეიძლება საკმარისზე მეტიც, უბრალოდ ყველა კვლევა ჩემთვის არ არის ხელმისაწვდომი. ჩემი მიზანია, რაღაც შევმატო საერთო საქმეს, თუნდაც ის რომ ორი-სამი ადამიანი მაინც დავაინტერესო. სხვათა შორის ამ კვლევამდე ,,ვოინიჩის მანუსკრიპტის" გაშიფვრაც ვცადე, ბავშვობიდან მიტაცებდა ასეთი საკითხები და ახლა სიჭარმაგეში სხვა რა საქმე მაქვს? ... წერას კი ვყავარ ატანილი და მეც არ ვზარმაცობ.
სამწუხაროდ ბუე-სუეს დონეზე ვფლობ ინგლისურ ენას, ეს კვლევა ვერ ვთარგმნე ინგლისურად და იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ქართული ვარიანტი გავუგზავნე, მანდ ინახება ,,ვოინიჩის ხელნაწერი", რომელიც თითქმის ხუთასი წელია ვერავინ გაშიფრა. მე ვთვლი, რომ შვიდი ასო, რამდენიმე სიტყვა და წინადადება გავშიფრე, ტექსტში ჩემს კვლევას რაღაც-რაღაცეები ემთხვევა.
და ბოლოს: ბევრი ხელნაწერი და უძველესი წარწერა, არასპეციალისტების გაშიფრულია, ამიტომ თუ ამ მიმართულებით რაიმე წარმატებას მივაღწევ, მესიამოვნება, ოღონდ დავძენ, რომ განდიდების მანიით შეპყრობილი ნამდვილად არა ვარ. ნ-ი-კ-ი გმადლობთ კომენტარისთვის.
ილუსტრაციების მიბმასთან დაკავშირებით, მე არ მიგულისხმია საიტის შესაძლებლობები. ჩემშია პრობლემა. წინა კვლევაში(,ვოინიჩის მანისკრიპტი) ვცადე და ილუსტრაციები მგონი ხმოვან თუ ვიდეო გამოსახულებას მივაბი. მე თვითონ მოვკვდი სიცილით.
რაც შეეხება ფოტოსურათის გადაღებას, მე ხომ პროფესიონალი არ გახლავართ? სურათები გადაღებულია ზემოდან (ფეხზე მდგომის მიერ) ქვემოთ, გვერდიდან ზემ,ოთ, რა ვიცი, იქიდან-აქით და არა მთლიანი რაკურსით და ა.შ. ჩემთვის ადგილზე მისვლა სულაც არ არის საჭირო, თუმცა ცაპირებ, ინტერნეტში და ბიბლიოთეკებში ვპოულობ შესაბამის ინფორმაციებს.
მე არც მეცნიერი ვარ და არც ამ საქმის სპეციალისტი. ამიტომ მხოლოდ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ ამ ე.წ. კვლევაში. სხვა რამეზე პრეტენზია არ გამაჩნია, ვთვლი, რომ ჯერ ისევ სრულ ჭკუაზე ვარ და ვიცი რასაც შევეჭიდე. უბრალოდ დავინტერესდი, წავიკითხე შე3საბამისი ლიტერატურა, ინფორმაცია და კვლევის პარალელურად, ვაგრძელებ საკუთარი თავის განსწავლულობას.
მესამე საფეხური კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ისეთ რაღაცას მივაკვლიე, თავად გავვოგნდი. თმები არა მაქვს, მაგრამ ჯერ ამომივიდა და შემდეგ ყალყზე დამიდგა.
ამ მიმართულებით კვლევები როგორ არ ტარდება, ტარდება და შეიძლება საკმარისზე მეტიც, უბრალოდ ყველა კვლევა ჩემთვის არ არის ხელმისაწვდომი. ჩემი მიზანია, რაღაც შევმატო საერთო საქმეს, თუნდაც ის რომ ორი-სამი ადამიანი მაინც დავაინტერესო. სხვათა შორის ამ კვლევამდე ,,ვოინიჩის მანუსკრიპტის" გაშიფვრაც ვცადე, ბავშვობიდან მიტაცებდა ასეთი საკითხები და ახლა სიჭარმაგეში სხვა რა საქმე მაქვს? ... წერას კი ვყავარ ატანილი და მეც არ ვზარმაცობ.
სამწუხაროდ ბუე-სუეს დონეზე ვფლობ ინგლისურ ენას, ეს კვლევა ვერ ვთარგმნე ინგლისურად და იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ქართული ვარიანტი გავუგზავნე, მანდ ინახება ,,ვოინიჩის ხელნაწერი", რომელიც თითქმის ხუთასი წელია ვერავინ გაშიფრა. მე ვთვლი, რომ შვიდი ასო, რამდენიმე სიტყვა და წინადადება გავშიფრე, ტექსტში ჩემს კვლევას რაღაც-რაღაცეები ემთხვევა.
და ბოლოს: ბევრი ხელნაწერი და უძველესი წარწერა, არასპეციალისტების გაშიფრულია, ამიტომ თუ ამ მიმართულებით რაიმე წარმატებას მივაღწევ, მესიამოვნება, ოღონდ დავძენ, რომ განდიდების მანიით შეპყრობილი ნამდვილად არა ვარ.
1. წავიკითხე ბატონო თემურ ესეც და პირველი ნაწილიც საინტერესო თემაა კავშირი აშკარაა ქართულ ანბანთან, მაგრამ ეს მაინც თქვენი, მეცნიერების, კვლევის საგანია
მე უბრალოდ ის მიკვირს, ამდენი ხანია ამ ყველაფრის შესახებ ცნობილია და არსად არაა ამ თემის პიარი, მეცნიერების მოწვევა საზღვარგარეთიდან, არადა ეს ახლა სადმე სხვა ქვეყანაში რომ ეპოვათ, პირობითად სომხეთში ან თუნდაც ამერიკაში ან საფრანგეთში. იმხელა ამბავი იქნებოდა ატეხილი რომ რა ვიცი არადა ქართველებს მაგრად გვჭირდება ეს დიდი ამბები და პატრონი არ ჩანს სამწუხაროდ და დამფინანსებელი ამ კვლევების და ასევე პიარისაც
რაც შეეხება ილუსტრაციების მიბმას, მე აქვე მივაბი ერთი ილუსტრაცია და დანარჩენს თქვენ უკეთესად მიაბამთ ალბათ უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, ( რაკიღა ორივე ნაწილში ხაზგასმით მაგრამ შეცდომით აღნიშნეთ ეს ), რომ აქ არის ილუსტრაციების დამატების საშუალება და ეს ასე იყო საიტის დაარსების დღიდან. მიაბით რამდენი ილუსტრაციაც გნებავთ და მკითხველი სურათებადაც ნახავს ამ წარწერებს
გარდა ამისა კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან თქვენ ამბობთ, რომ არ არის ამ წარწერების მაღალხარისხიანი ფოტოებიო რაკიღა იკვლევთ, არ გიცდიათ, მისულიყავით და გადაგეღოთ თქვენ თვითონვე და შემდეგ გაგევრცელებინათ?
მე 5 დავწერე, თუმცა ვერცერთ ვერსიას ვერ მივანიჭებ უპირატესობას, ამ კუთხით მწირი განათლების გამო
ხო, და რაკიღა პუბლიცისტიკაა, კიდევ ერთს ვისურვებდი სხვათა მოსაზრებებიც დაწვრილებით გაგეცნოთ და წყაროებიც მიგეთითებინათ უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით
გიქებთ მონდომებას, თქვენც და თქვენს შვილსაც
წავიკითხე ბატონო თემურ ესეც და პირველი ნაწილიც საინტერესო თემაა კავშირი აშკარაა ქართულ ანბანთან, მაგრამ ეს მაინც თქვენი, მეცნიერების, კვლევის საგანია
მე უბრალოდ ის მიკვირს, ამდენი ხანია ამ ყველაფრის შესახებ ცნობილია და არსად არაა ამ თემის პიარი, მეცნიერების მოწვევა საზღვარგარეთიდან, არადა ეს ახლა სადმე სხვა ქვეყანაში რომ ეპოვათ, პირობითად სომხეთში ან თუნდაც ამერიკაში ან საფრანგეთში. იმხელა ამბავი იქნებოდა ატეხილი რომ რა ვიცი არადა ქართველებს მაგრად გვჭირდება ეს დიდი ამბები და პატრონი არ ჩანს სამწუხაროდ და დამფინანსებელი ამ კვლევების და ასევე პიარისაც
რაც შეეხება ილუსტრაციების მიბმას, მე აქვე მივაბი ერთი ილუსტრაცია და დანარჩენს თქვენ უკეთესად მიაბამთ ალბათ უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, ( რაკიღა ორივე ნაწილში ხაზგასმით მაგრამ შეცდომით აღნიშნეთ ეს ), რომ აქ არის ილუსტრაციების დამატების საშუალება და ეს ასე იყო საიტის დაარსების დღიდან. მიაბით რამდენი ილუსტრაციაც გნებავთ და მკითხველი სურათებადაც ნახავს ამ წარწერებს
გარდა ამისა კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან თქვენ ამბობთ, რომ არ არის ამ წარწერების მაღალხარისხიანი ფოტოებიო რაკიღა იკვლევთ, არ გიცდიათ, მისულიყავით და გადაგეღოთ თქვენ თვითონვე და შემდეგ გაგევრცელებინათ?
მე 5 დავწერე, თუმცა ვერცერთ ვერსიას ვერ მივანიჭებ უპირატესობას, ამ კუთხით მწირი განათლების გამო
ხო, და რაკიღა პუბლიცისტიკაა, კიდევ ერთს ვისურვებდი სხვათა მოსაზრებებიც დაწვრილებით გაგეცნოთ და წყაროებიც მიგეთითებინათ უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით
გიქებთ მონდომებას, თქვენც და თქვენს შვილსაც
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|