| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 28 აგვისტო, 2022 |
კვლევის მესამე საფეხური ამ შემთხვევაში ჩვენ პირველი ხუთი ასო-ნიშანი, პირობითად მზის სიმბოლომდე, ასე თუ ისე გავარკვიეთ, მაგრამ კვლევის მესამე საფეხურზე დავიწყეთ ტექსტის უფრო სიღრმისეული შესწავლა. ამიტომ მეხუთე ასო-ნიშანი, რომელიც ჩვენ წინა შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ იყო ან ,,ვ“, ასო ან ,,ნ“ ასო, შევცვალეთ და მივიჩნიეთ cuphique ცხრილის მიხედვით ასო ,,ო“-დ ან გრძელ ,,ო-ო“-დ. მაშინ გვექნება ,,ქაიმო“ ან ,,ქაიმოო“ და მეორე შემთხვევით, როცა ,,მ“ ასო მივიჩნიეთ სხვა ცხრილის მიხედვით (ზემოთ ამის შესახებ გვაქვს მონაცემები) ასო ,,თ“-დ გამოვიდა სიტყვა ,,ქართო, შესაბამისად ,,ქართოო“.
ამის შემდეგ ჩვენ მივადექით ეწ.წ. მზის სიმბოლოს. დიდი ხნის დაკვირვებისა და კვლევის შედეგად, დავასკვენით, რომ ეს მონახაზი წარმოადგენს ასო-ნიშანთა გარკვეულ სიმბოლოებს. კერძოდ: ის შედგება სამი ასო-ნიშნისაგან და ჩვენი აზრით არის ამგვარი თანმიმდევრობის ასო-ნიშნები: ,,შინ“ ასო ,,შ“ აღებულია ანბანური ცხრილიდან Vai syllabary savaraudod afrikuli anbani. ამავე ცხრიოლში ოდნავ სახესხვაობით ეს ასო აღნიშნავს ასო ,,ს“-საც. შემდეგი ასო ,,ი“ ნიშანი კი აღებულია მხედრულიდან, რომელიც აღნიშნავდა ე.წ იოტას და იგი იწერებოდა სიტყვის ბოლოში. მაგალითად: საქართველოის. ამ შემთხვევაში იწერებოდა ასო იოტა და თუ ასო ,,ი“ გვხვდებოდა სიტყვის დასაწყისში ან პირობითად შუაში, იწერებოდა ჩვეულებრივი ,,ი“ ასოთი.
რაც შეეხება მხედრულ დამწერლობას, მიგვაჩნია, რომ ის არ შექმნილა ე.წ. ჰაერიდან. ვთვლით, რომ ეს ასოები აღებული უნდა იყოს სხვადასხვა ან ერთი წინამორბედი ანბანიდან. ამის შემდეგ მოდის ასო-ნიშანი, რომელიც ჩვენი აზრით არის ასო ,,ნ“ აღებულია ასომთავრულიუდან და ჩვენი ვარაუდით არ ეკუთვნის ,,შინს“. ის უნდა ეკუთვნოდეს შემდეგ სიტყვას, რადგან ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ასო იოტა იწერებოდა სიტყვის ბოლოში. მაშინ გგვექნება სიტყვა ,,ქართოში“. ამასთან ,,ნ“ ასო, რომ არ ეკუთვნის სიტყვა ქართოს, იმითაც უნდა ვივარაუდოღ, რომ ძველ ანბანურ დამწერლობებში არ გაოიყენებოდა სასვენი ნიშნები და ასოები ებმოდა ერთმანეთს.
ამრიგად, კვლევის ამ ეტაპზე, ჩვენ მიღებული გვაქვს შემდეგი სიტყვები: ,,ქაიმო(ო)ში“, ,,ქართვში“, ,,ქართოში“, მაგრამ თუ ბოლო სიტყვაში ასო-ნიშან ,,შ“-ს შევცვლით ასო-ნიშნით ,,ს“-თი მივიღებთ შემდეგ სიტყვას: ,,ქართოსი“ ანუ ქართლოსი.
რატომ ქართოსი და არა ქართლოსი? ჩვენი ვარაუდით ძველქართულად ეს სიტყვა ქართლოსი, ალბათ გამოითქმებოდა ქართოსად, რადგან ამ სიტყვის წარმომავლობის ეთნიკურ ჯგუფს თუ ხალხს ერქვათ ქართები და არა ქართლები. ე.ი. ჩვენი ვარაუდი არის ქართოსი.
აქვე დავაზუსტებთ იმასაც, რომ ქართების სახელმწიფოს არარსებობა სულაც არ ნიშნავს მათ არასებობას, ხოლო ეს ეთნიკური ჯგუფი თუ ხალხი სწორედ სამხრეთ საქართველოში ცხოვრობდა და სავარაუდოდ საკვლევ ეპოქაში სახლობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზეც. ამასთან თუ დავეყრდნობით ბიბლიურ ჩანაწერებს ქართოსი (ქართლოსი) იყო თარგამოსის ძე, ნოეს შვილის იაფეთის შთამომავალი. თარგამოსის ძე ქართლოსი დანარჩენ ექვს ძმასთან ერთად დასახლდა კიდობანის გაჩერების ადგილიდან, ჩრდილოეთით მდებარე მიწებზე:
,,ქართლოსს უხუცესი და მთავარი მათი მოვიდა, სად ერთვის მტკვარს არაგვი: აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ქალაქსა მას ქართლოს, (რომლის გამო ეწოდა ქვეყანასა ამას ქართლი)’’.
ან სულაც ეს ეთნოსი წარმოადგენდა იბერიული წარმოშობის ხალხს, რომლებივ, თავიანთ წინაპრად ბიბლიურ ქართლოსს (ქართოსს) მიიჩნევდნენ და ამის შესახებ ინფორმაციას ისინი ფლობდნენ.
სადაც მტკვარი ერთვის არაგვს იმ ადგილიდან დაახლოებით ოც-ოცდაათ კილომეტრშია ,,გრაკლიანი გორა“.
ამ გორაზე აღმოჩენილია ,,წარწერაზე“ გაცილებით უხნესი თიხის საბეჭდი და სულ ეს არქეოლოგიური შრე შეიცავს რამდენიმე კულტურულ ფენას. ალბათ ქალაქი ქართოსი იყო ქვემოდან პირველი ფენა, რომლის ზემოთა ერთ-ერთ ფენაშიც აღმოჩნდა ,,გრაკლიანის წარწერაც“.
ჩვენ არ ვფლობდით ისტორიას ქართლოსის შესახებ და როცა სიტყვა გავშიფრეთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვნახეთ ბიბლიური ცნობები მასზე, რამაც დიდი ემოცია გამოიწვია ჩვენში. დაზუსტებით ვთვლით, რომ სიმართლე დავადგინეთ.
ამით ვასრულებთ კვლევის მესამე საფეხურს და დავიწყებთ მეოთხეს, ვნახოთ რას შევძლებთ.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - შენიშვნა: სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ ე.წ. ვორდში იმ ასოების დაწერას, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, მაგრამ ვიცით ის ანბანური ცხრილები, სადაც ისინი არიან წარმოდგენილნი და როგორ იწერებოდნენ, მაგრამ ტექნიკურად ამას როგორმე შევძლებთ. ამასთან უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი არაპროფესიონალიზმი ხელს გვიშლის მეცნიერული ენით კვლევის წარმოჩენაში, რისთვისაც ვიხდით ბოდიშს, თუმცა მთავარია აღმოჩენა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საინტერესოა,თანაც,საჭირო პუბლიკაციაა. დღეს, როცა ქართულის დაკნინება ,ფრიად ტრენდულია.
ამ ფორმატში ძნელია ჩაეტიოს სრულყოფილი კვლევა-ძიება,მაგრამ ,დასაფასებელია,მართლაც,5555 საინტერესოა,თანაც,საჭირო პუბლიკაციაა. დღეს, როცა ქართულის დაკნინება ,ფრიად ტრენდულია.
ამ ფორმატში ძნელია ჩაეტიოს სრულყოფილი კვლევა-ძიება,მაგრამ ,დასაფასებელია,მართლაც,5555
3. ბატონო თემურ, არ ვიცი რითი დავიმსახურე ასეთი აგრესიული და შეირაცხმყოფელი კომენტარი, რადგან ჩემი კომენტარის ძირითადი ნაწილი კითხვები იყო ანუ საკითხში გარკვევის მცდელობა და მე მგონი არ ვიმსახურებდი მსგავს კომენტარს მითუმეტეს 5 ქულა დავწერე და წარმატებებიც გისურვეთ მაგრამ არ არის პრობლემა
რადგან, როგორც თქვენ ფიქრობთ, თურმე შურიანი ვყოფილვარ, გავითვალისწინებ და ვეცდები “ჩემი შური“ თვალში აღარ მოგხვდეთ და მხოლოდ ჩემთვის ვიყო “შურიანი“.
უკაცრავად თუ შეგაწუხეთ ჩემი კომენტარით თუ გაწუხებთ, წავშლი, თუ არადა იყოს და ყველამ ნახოს ჩემი “შურიანობის“ ამბავი
ბატონო თემურ, არ ვიცი რითი დავიმსახურე ასეთი აგრესიული და შეირაცხმყოფელი კომენტარი, რადგან ჩემი კომენტარის ძირითადი ნაწილი კითხვები იყო ანუ საკითხში გარკვევის მცდელობა და მე მგონი არ ვიმსახურებდი მსგავს კომენტარს მითუმეტეს 5 ქულა დავწერე და წარმატებებიც გისურვეთ მაგრამ არ არის პრობლემა
რადგან, როგორც თქვენ ფიქრობთ, თურმე შურიანი ვყოფილვარ, გავითვალისწინებ და ვეცდები “ჩემი შური“ თვალში აღარ მოგხვდეთ და მხოლოდ ჩემთვის ვიყო “შურიანი“.
უკაცრავად თუ შეგაწუხეთ ჩემი კომენტარით თუ გაწუხებთ, წავშლი, თუ არადა იყოს და ყველამ ნახოს ჩემი “შურიანობის“ ამბავი
2. ნ-ი-კ-ი გმადლობთ! რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გიპასუხებთ: როგორც სჩანს თქვენ წინა საფეხურები გულისყურით არ წაგიკითხავთ და ისე დაობთ თუ მსჯელობთ, სადაც ვწერთ, რომ ,,გრაკლიანის წარწერა' უხნესია ვიდრე სხვა ანბანური წარწერები: ფინიკიური, არამეული, ასომთავრული და ა.შ. აქ ორი ან ასი ანბანი კი არ გვაქვს გამოყენებული, თანაც ზოგი ,,ბებერი" და ზოგიც ,,ახალგაზრდა", ,,გრაკლიანის წარწერიდან" წარმოშობილ ანბანებს ვგულისხმობთ, რადგან ის უხნესია. ანბანური დამწერლობის ასო-ნიშნები კი ძირითადად ერთმანეთს ჰგვანან, ოღონდ მათ სხვადასხვა შესატყვისი ბგერები გააჩნიათ. ვთქვათ თუ ასომთავრულში ასო ,,ა" იწერება მხედრულის შებრუნებული ვარიანტით. პირობითად ფინიკიურში ის წააგავს მხედრულს, მაგრამ ნიშნავს ,,ჭეს". ამასთან ანბანური დამწერლობებისათვის შვიდასი, ათასი და ა.შ. წლები არ ნიშნავს მათ იმგვარად ცვლილებას, რომ ვერ დაადგინოთ მათი ,,ფესვები". ამის მაგალითია მხედრული დამწერლობა და ესეც აღნიშნულია წინა კვლევებში./ რაც შეეხება თქვენს მცირე ირონიას ისტორიასთან და სიხარულთან დაკავშირებით, მე კარგად მახსოვს უახლესი ისტორია, ,,ლილეს" ლიტკონკურსი და მათი დაწერილი ერთი ქულა, ჯიბიდან ამოცლილი მესამე ადგილი ფულადი პრემიით და თქვენი ,,ვექილობა" ჟიურისადმი. თქვენ შეგიძლიათ იაროთ ამ სიმართლით, ჩვენ კი ჩვენი სიმართლით ვივლით. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აღმოვაჩინეთ, ამის შემდეგ იქნება კვლევის მეოთხე თუ სამოცდამეექვსე საფეხური ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. აქ შეგვიძლია დავსვათ წერტილი და დაველოდოთ სპეციალისტთა დასკვნას, რომელიც აუცილებლად იქნება. ,,ურაკზე" ეს კვლევა იმიტომ დავდეთ პირველ რიგში, რომ ამ საიტს პატივს მივაგებ. ამ კვლევას სხვა სამეცნიერო საიტებზეც დავდებ, ნამდვილად არ მრცხვენია არაფრის. მართალია კვლევა არასამეცნიერო ენითაა დაწერილი, მაგრამ მასში სიდურაკე არაფერი წერია. ,,შური არს ბოროტებაი სხვისა სიკეთესა ზედა" - თქვა სულხან-საბამ. ჩვენ არ გვსურს უშინაარსო კამათში შესვლა და მითუმეტეს არაფრისმთქმელი ირონია, როცა ადამიანი ზერელედ, თვალისგადავლებით კითხულობს რაღაცას და მერე გეკამათება. ბავშვობის ასაკიდან ორმოცი წილის წინ გამოვედი. საიტზე დავრჩები, მაგრამ კვლევის შემდეგ შედეგებს უკვე სხვაგან გამოვაქვეყნებთ. აქ ტაშ-ფანდურს შემოგთავაზებთ. ნ-ი-კ-ი გმადლობთ! რაც შეეხება თქვენს შეკითხვას გიპასუხებთ: როგორც სჩანს თქვენ წინა საფეხურები გულისყურით არ წაგიკითხავთ და ისე დაობთ თუ მსჯელობთ, სადაც ვწერთ, რომ ,,გრაკლიანის წარწერა` უხნესია ვიდრე სხვა ანბანური წარწერები: ფინიკიური, არამეული, ასომთავრული და ა.შ. აქ ორი ან ასი ანბანი კი არ გვაქვს გამოყენებული, თანაც ზოგი ,,ბებერი" და ზოგიც ,,ახალგაზრდა", ,,გრაკლიანის წარწერიდან" წარმოშობილ ანბანებს ვგულისხმობთ, რადგან ის უხნესია. ანბანური დამწერლობის ასო-ნიშნები კი ძირითადად ერთმანეთს ჰგვანან, ოღონდ მათ სხვადასხვა შესატყვისი ბგერები გააჩნიათ. ვთქვათ თუ ასომთავრულში ასო ,,ა" იწერება მხედრულის შებრუნებული ვარიანტით. პირობითად ფინიკიურში ის წააგავს მხედრულს, მაგრამ ნიშნავს ,,ჭეს". ამასთან ანბანური დამწერლობებისათვის შვიდასი, ათასი და ა.შ. წლები არ ნიშნავს მათ იმგვარად ცვლილებას, რომ ვერ დაადგინოთ მათი ,,ფესვები". ამის მაგალითია მხედრული დამწერლობა და ესეც აღნიშნულია წინა კვლევებში./ რაც შეეხება თქვენს მცირე ირონიას ისტორიასთან და სიხარულთან დაკავშირებით, მე კარგად მახსოვს უახლესი ისტორია, ,,ლილეს" ლიტკონკურსი და მათი დაწერილი ერთი ქულა, ჯიბიდან ამოცლილი მესამე ადგილი ფულადი პრემიით და თქვენი ,,ვექილობა" ჟიურისადმი. თქვენ შეგიძლიათ იაროთ ამ სიმართლით, ჩვენ კი ჩვენი სიმართლით ვივლით. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აღმოვაჩინეთ, ამის შემდეგ იქნება კვლევის მეოთხე თუ სამოცდამეექვსე საფეხური ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. აქ შეგვიძლია დავსვათ წერტილი და დაველოდოთ სპეციალისტთა დასკვნას, რომელიც აუცილებლად იქნება. ,,ურაკზე" ეს კვლევა იმიტომ დავდეთ პირველ რიგში, რომ ამ საიტს პატივს მივაგებ. ამ კვლევას სხვა სამეცნიერო საიტებზეც დავდებ, ნამდვილად არ მრცხვენია არაფრის. მართალია კვლევა არასამეცნიერო ენითაა დაწერილი, მაგრამ მასში სიდურაკე არაფერი წერია. ,,შური არს ბოროტებაი სხვისა სიკეთესა ზედა" - თქვა სულხან-საბამ. ჩვენ არ გვსურს უშინაარსო კამათში შესვლა და მითუმეტეს არაფრისმთქმელი ირონია, როცა ადამიანი ზერელედ, თვალისგადავლებით კითხულობს რაღაცას და მერე გეკამათება. ბავშვობის ასაკიდან ორმოცი წილის წინ გამოვედი. საიტზე დავრჩები, მაგრამ კვლევის შემდეგ შედეგებს უკვე სხვაგან გამოვაქვეყნებთ. აქ ტაშ-ფანდურს შემოგთავაზებთ.
1. წავიკითხე ესეც მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე ერთ წარწერაში ორი სხვადასხვა პერიოდის ანბანი როგორ შეიძლება აიქნას გამოყენებული? თუ იმ გვიანდელი ანბანის წინაპარი ანბანი იგულისხმება, მაშინ კი მაგრამ მაინც ხომ ორი სხვადასხვა ანბანი გამოდის?
ისე, ეს ისტორია ფრიად უცნაური საქმეა ძირითადად ვარაუდებზე და წარმოსახვაზეა დაფუძნებული ( ძველი ძირითადად და ნაწილობრივ ახალიც ) მაგრამ მეორეს მხრივ სასიხარულოა ამდენ ამბებს რომ იგებ ქართველების ძველ სახელმწიფოებრიობაზე
ვნახოთ აბა, დაველოდოთ მეოთხე საფეხურს წარმატებები ბატონო თემურ
წავიკითხე ესეც მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე ერთ წარწერაში ორი სხვადასხვა პერიოდის ანბანი როგორ შეიძლება აიქნას გამოყენებული? თუ იმ გვიანდელი ანბანის წინაპარი ანბანი იგულისხმება, მაშინ კი მაგრამ მაინც ხომ ორი სხვადასხვა ანბანი გამოდის?
ისე, ეს ისტორია ფრიად უცნაური საქმეა ძირითადად ვარაუდებზე და წარმოსახვაზეა დაფუძნებული ( ძველი ძირითადად და ნაწილობრივ ახალიც ) მაგრამ მეორეს მხრივ სასიხარულოა ამდენ ამბებს რომ იგებ ქართველების ძველ სახელმწიფოებრიობაზე
ვნახოთ აბა, დაველოდოთ მეოთხე საფეხურს წარმატებები ბატონო თემურ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|