ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2022


ღამე მთაში

ბექქონდარას ჩაის სვამდნენ,
შემომსხდარნი კოცონთან.
ცეცხლს კი ჰქონდა ქალის სახე
და ტკარცალი მოსწონდა...
მთელი ღამე ვარსკვლავები
მთვარის ნამგალს
ლესავდნენ.
ალქაჯები ღრმა თვალებით,
ცეცხლის ალს
მიესალმნენ...
კოცონს კოცნა მოუნდომა
ღამის გრილმა ნიავმა.
ცეცხლს ქალივით დრო უნდოდა,
კარგად რომ ებრიალა.
ბექქონდარას ჩაის სვამდნენ
შემომსხდარნი კოცონთან,
ცეცხლს კი ჰქონდა ქალის სახე
და ტკარცალი მოსწონდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები