უილიამ ბლეიკი - სიყვარულის საიდუმლო
მალული ტრფობის აღიარებით სატრფო დავკარგე გამოუცდელმა; რადგან ხამს ქროდნენ ნაზი ქარები უხმაუროდ და თვალმოუკვრელად.
როცა გავანდე ხვაშიადები მიჯნურს ტრფიალის პირველ წამიდან, შიშით, ცახცახით, გაზვიადებით... შეყვარებული ჩემგან წავიდა!
მალე, როდესაც დამაღალატა და გახდა ჩემი შეუსმენარი, ჩამოიარა ვიღაც ალქატმა, თან წაიყვანა სატრფო მკვნესარი. 3 სექტემბერი, 2022 წ.
William Blake - Love's Secret
Never seek to tell thy love, Love that never told can be; For the gentle wind doth move Silently, invisibly.
I told my love, I told my love, I told her all my heart, Trembling, cold, in ghastly fears. Ah! she did depart!
Soon after she was gone from me, A traveller came by, Silently, invisibly: He took her with a sigh.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, გაიხარეთ! დიდი მადლობა, გაიხარეთ!
1. მომეწონა. დაბადების დღეს გილოცავ ოთარ. მომეწონა. დაბადების დღეს გილოცავ ოთარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|