უილიამ ბლეიკი - ცვრიანი მთიდან მხიარული მოგელავს წელი
ცვრიანი მთიდან მხიარული მოგელავს წელი, მიახლოვდება მომღიმარი ცეცხლოვან ეტლით; დაფნის გვირგვინმა დამიმშვენა ჭაბუკის შუბლი, თავს გარეშემო ნიმბი ერტყმის დიდების ღრუბლის.
ფრთაშესმხულ ფეხით მივიჩქარი, რადგან მსურს ხილვა ჩემი მიჯნურის, ვინც ჩამოჰგავს იერით დილას, მიედარება ანგელოზებს ყოველი ნაკვთით და ღვთიურ სახეს უცისკროვნებს ციური ნათლი. თითქოს ვხედავდეთ მოლივლივე სერაფიმს წმინდას, უმანკოებით მადლცხებული სულით რომ ბრწყინავს; დუმს მის წინაშე მხიარულად მღერალი მწყემსი, საამო ბაგით ანგელოზის ხმა როცა ესმის.
როდესაც ვუსმენ, ჟრუანტელი სხეულში მივლის, აგვერიდება ერთად მყოფებს ყოველი მწიკვლი, ედემს მოაგავს ყველა ბაღი, სადაც კი მახლავს, ხოლო სოფელი გადიქცევა ღვთის წმინდა სახლად.
იმ ტკბილ სოფელში, სადაც ჩემი შავთვალა მელის და თვალებს ლულავს, ჩამოწვება როდესაც ბნელი, როცა შევდივარ, შთაგონებას მანიჭებს ღმერთი უხრწნელი ცეცხლით და უკვდავი ჰანგებით ვმღერი.
7 სექტემბერი, 2022 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.bartleby.com/235/14.html
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|