ემილი დიკინსონი - გაზაფხულობით სატკივარი უფრო მძაფრდება (1530)
გაზაფხულობით სატკივარი უფრო მძაფრდება, თუმც სტვენს ბულბული და გონებაც ილხენს ნამღერით, ვერ გვანუგეშებს წუთიერი შუქმფინარება და ვერც ქარებით განქარდება შავი ნაღველი.
რასაც უმღერდნენ, მოისპობა როცა წარხდომით, ვიღას ანაღვლებს ლურჯი ჩიტის ჰანგი შალდამში - რადგან მანამდე დაყოვნდება მოსვლა აღდგომის, ვიდრე რწმენით არ გაგორდება ლოდი აკლდამის.
17 სექტემბერი, 2022 წ.
Emily Dickinson - A Pang is more conspicuous in Spring (1530)
A Pang is more conspicuous in Spring In contrast with the things that sing Not Birds entirely - but Minds - Minute Effulgencies and Winds –
When what they sung for is undone Who cares about a Blue Bird's Tune - Why, Resurrection had to wait Till they had moved a Stone –
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|