ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2009


ჩემი ვაგონი (ნოლიდან შენამდე...)

მატარებლის ხმა სმენას ახშობს ლიანდაგებზე,
ელექტრონებით იმუხტება მთელი სხეული,
ვიხსნი მხრებიდან წარსულს, როგორც ცვრიან ბაგეზე
ასხლეტილ კოცნას და ბაქანზე რჩება ეული...

ვტოვებ მარტს თავისი
აშარი ქარებით,
ხასიათს ვუმატებ
სულ ცოტა სიმშვიდეს,
ბავშვობას, ოცნებებს
და ღიმილს ვიჩემებ,
ვაობლებ სადგურზე
ყველა ჩემს ტკივილებს.

ზანტი ხველებით ბარიერს ზრდის ჩემი ვაგონი
და მის ბორბლებში დაუჟანგავ სივრცეზე ვწევარ,
აურზაური(თ) გვირაბებში შედი-გამოდის,
ხმაური(თ), მეც იქ მივიჩქარი სადაც სხვას სჯერა...

თუნდაც ოცნებებით
მიწას დავენარცხო,
მაინც ფრენა მიჯობს
რაღაც ყლაბ პრინციპებს
მინდა ჩემს ხასიათს
აღარ დავემალო,
ცისკენ გავიზარდო,
სული იქ მიმიწევს.

დრო მოთმინებით გადაფარავს წარსულ ჩივილებს,
არ მაქ სადგური, გაჩერება, და ამ ღამიდან
(ემოციებით გადავფარავ სულის სიშიშვლეს),
ვანოლებ,
მხოლოდ შენით ვიწყებ ათვლას თავიდან.

გატეხვა არც ისე იოლი ყოფილა,
დანგრევა მით უფრო ძნელი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები