ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
2 ოქტომბერი, 2022


John Keats - When I have fears that I may cease to be

ჯონ კიტსი - მაშინებს ფიქრი იმდაგვარი აღსასრულისა

მაშინებს ფიქრი იმდაგვარი აღსასრულისა,
როცა კალამი ვერ მოასწრებს მომკას საკმარი
გონის სამკალი და აღბეჭდოს წიგნში სრულიად,
ისე, ვით მწიფე მარცვლებს იტევს ვრცელი ამბარი;

როდესაც ღამით ვარსკვლავიან ცაში ახედვით
დიდებულ ნიშნებს კაბადონის, მზერით ვემთხვევი,
ვეჭვობ, ვაითუ არ დამაცლის ჟამი თავხედი,
ავსახო მათი ჩრდილნი გრძნეულ ხელით შემთხვევის

და როცა ვიგრძნობ, წუთიერის კოხტა ქმნილებავ,
რომ შესაძლოა სამუდამოდ ბედმა გაგვყაროს,
ვეღარ განვცადო ჯადოსნური სრულყოფილება
დაუფიქრებელ სიყვარულის - ვდგავარ სამყაროს

პირას ეული, ფიქრმოცული, ვიდრე შორეთში -
ტრფობას, დიდებას არარსობის დანთქავს მორევი.

2 ოქტომბერი, 2022 წ.


John Keats -  When I have fears that I may cease to be

When I have fears that I may cease to be
    Before my pen has glean'd my teeming brain,
Before high-piled books, in charactery,
    Hold like rich garners the full ripen'd grain;

When I behold, upon the night's starr'd face,
    Huge cloudy symbols of a high romance,
And think that I may never live to trace
    Their shadows, with the magic hand of chance;

And when I feel, fair creature of an hour,
    That I shall never look upon thee more,
Never have relish in the faery power
    Of unreflecting love; — then on the shore

Of the wide world I stand alone, and think
Till love and fame to nothingness do sink.

End of January 1918, publ. 1848

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები