ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 თებერვალი, 2025
***
ღამის ბურუსში, ფოთლის მოსაძებნად გავიდა და გაზუფხულმა მოუსწრო... მეეზოვემ გახვეტა დრო. *** კიდობანს გახსნი და იქ ვერაფერს ხედავ... მხოლოდ მტვერმა გაავსო დრო გადახვეტილი. *** კართან დგას მარტოოობა, ერთ დროს მდინარეში, რომ გადააგდეს. ახლა კი სველია კართან გაკრეჭილი ბალახი. *** ტიტანის იყო მისი მოთმინება, მაგრამ რა წამს აყვავილდა დააჭკნო სხვები. *** რა ჰქვია სევდას, როცა იქ სახლობენ მხოლოდ მოგონებები და არაფერი მიწის სუნით გამოწვეული კომის გარდა. ემიგრანტია ვიღაც - მოგონებების ტყვე! *** ტყეში დამალული კვიპაროსი ელის გამყიდველს, რომ თავდახრილმა ჩამოფერთხოს ცოდვა ოცდაათ ვერცხლისა.