ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
6 ოქტომბერი, 2022


George Gordon Byron - To A Lady, On Being Asked My Reasons For Quitting England In The Spring

ჯორჯ გორდონ ბაირონი - ლედის,  რომელმაც მკითხა მიზეზი, თუ რატომ მივემგზავრებოდი ინგლისიდან გაზაფხულზე

ედემიდან რომ განდევნა ღმერთმა,
მცირე ხნით შედგა მის ბჭესთან კაცი
და გაახსენდა სიამე დღეთა,
მწარედ დაწყევლა ნასიბი მკაცრი.

ბედმა არგუნა ბევრგან ხირება
და მწუხარება ცოდვით დაცემის,
თუმც გაუმკლავდა მედგრად ჭირვებას,
გარჯამ გახადა ნუგეშნაცემი.

ლედი, განვცადე მეც მსგავსი ხვედრი,
არ მსურს ვიხილო სახება მშვენი,
რადგან, როცა ვარ ძვირფასის გვერდით,
გამქრალი ნამყოს ხსენება მქენჯნის. 

ვიმოგზაურებ შორეთში მსხემი
და ავირიდებ ცდუნების მახეს,
რადგან თუკი ჩანს ედემი ჩემი,
განცხრომის იშტა კვლავ თავბრუს მახვევს.

6 ოქტომბერი, 2022 წ.


George Gordon Byron - To A Lady, On Being Asked My Reasons For Quitting England In The Spring

When Man, expell'd from Eden's bowers,
A moment linger'd near the gate,
Each scene recall'd the vanish'd hours,
And bade him curse his future fate.

But, wandering on through distant climes,
He learnt to bear his load of grief;
Just gave a sigh to other times,
And found in busier scenes relief.

Thus, lady! will it be with me,
And I must view thy charms no more;
For, while I linger near to thee,
I sigh for ail I knew before.

In flight I shall be surely wise,
Escaping from temptation's snare;
I cannot view my paradise
Without the wish of dwelling there.

December 2, 1808


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები