ჯონ კიტსი - შუქურვარსკვლავო
შუქურვარსკვლავო, ნეტამც ვიყო შენსავით მყარი, თუმც არ მწადია ბრწყინვალება ბაკმის მომფენი, არც მოუხუჭველ ქუთუთოთი სიფხიზლე მთვარის, ასკეტ ბერივით ძილს რომ ებრძვის, მრავლის მომთმენი,
მჭვრეტი, კურთხევით ვით განწმენდენ წყლის ნაკადები, კაცობრიობით დასახლებულ ბინძურ ნაპირებს, მცოდნე, ციური სისპეტაკე თოვლის მბადები მთა-ბარის მორთვას ნაზი ნიღბით როდის აპირებს.
მხოლოდ ის მინდა - შენებრ უცვლელს შეუფასები სატრფოს გულმკერდი თავსასთუმლად მეგოს სასურვი და გულის ცემას შევიგრძნობდე ძვირფას არსების, ლხენით მღელვარეს აღარ დამცდეს ბედთან სამდური.
მინდა ასერიგ გავატარო მთელი საწუთრო და თუ ბედს არ სურს - ჯობს სიკვდილმა დამისაკუთროს! 9 ოქტომბერი, 2022 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/44468/bright-star-would-i-were-stedfast-as-thou-art
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|