კითხვაზე: " რომელია თქვენი საოცნებო ქვეყანა? " ზოგი პასუხობს რომ ეგვიპტე, ზოგი - საფრანგეთი, ესპანეთი, ინდოეთი და ა.შ. პირადად ჩემთვის ასეთი მხარე საქართველოა. რამდენია ისეთი ადგილი, ჩვენ რომ გვეკუთვნის და არ გვინახავს, რამდენი ტერიტორია გვაქვს დაკარგული... თუნდაც აფხაზეთი ავიღოთ. ის ყველაზე ახლობელი და ამავე დროს - შორეულია. მიუწვდომელი და სანატრელი გაგვიხდა ჩვენივე ქვეყნის ნაწილი და რაც ყველაზე საშინელებაა, იმასაც ვკარგავთ, რაც ჯერ კიდევ ჩვენ გვეკუთვნის. რატომ ვიოცნებო ალპების ნახვაზე, როცა კავკასიონი აქვე მაქვს, რატომ ვინატრო ბარსელონას ნახვა, როცა სოხუმიც საოცნებო გამიხდა. სხვაზე ფიქრებში ჩვენი დავკარგეთ და ახლა იძულებულები ვართ საკუთარზე ისე ვისაუბროთ, როგორც უცხოზე. რამდენი ადგილია, რომელიც არასდროს გვინახავს, მაგრამ გვენატრება... არაფერია იმაზე საშინელება, როცა ტერიტორიას გართმევენ, როდესაც იცი, რომ იქ, სადღაც, დღეს უკვე მიუწვდომელ მხარეს ერთ დროს შენი ერქვა. მიწა ხომ მარტო მიწა არაა, ის სამშობლოა, სამშობლო, რომელშიც ჩვენი წინაპრების სისხლია ჩაღვრილი. მე ვერ ვინატრებ სხვას, სანამ ჩემი შორს იქნება...სიზმარივითაა ჩემი ქვეყნის ნაწილი, მიუწვდომელი და სასურველი. მინახავს, როგორ არა, ბევჯერ მინახავს ჩემს ოცნებებში და სიზმრებში, რამდენჯერ მისეირნია დაკარგულ მხარეს, რამდენჯერ დავმტკბარვარ მისი სილამაზით...მხოლოდ ოცნებით, ლამაზი წარმოსახვითა და მდიდარი ფანტაზიით შემიძლია შევიგრძნო საქართველოს ყველა მხარის სრული სილამაზე. მთელი მსოფლიოს ნახვა მინდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემსას გავიცნობ. ეს ჩემი ნაწილია და მტკივა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ტკივილი არ არის, ეს ქვეყნისა და ხალხის დარდია გაუქარვებელი, ის, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მძაფრდება და ნელ-ნელა აუტანელი ხდება. ჩემი საოცნებო ქვეყანა - ყველაზე ახლობელი და ამავე დროს ყველაზე შორეული მხარეა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. გაიხარე დიდო მამულიშვილო! გაიხარე დიდო მამულიშვილო!
16. ეს წავიკითხე და კომენტარი დამავიწყდა. საქართველო ყველაზე მაგარია. ეს წავიკითხე და კომენტარი დამავიწყდა. საქართველო ყველაზე მაგარია.
15. ლიკა, შენს ტექსტში ფიქსირდება 2 ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია :P :D
ჯერ მეუბნები ბატონო განდიო, თქვენ არ გეხებათ ესო (ჯერ ეს ერთი, რამდენჯერ უნდა გითხარა ბატონო მოაშორე განდისთქო, არ უხდება თქო , ჰა??:P :D :D ) მერე, ეტყობა მაინც სინდისმა შეგაწუხა და წერ ,"რა ვიცი თუ გინდა შენც წამოდიო " ?? !!
ანუ, ვერ გავიგე, წამოვიდე თუ მე არ მეხება ეს ბანკეტი ?? :D
ანეეეეეეეეეეე, კაკრაზ 2 თვეში იქ ვიქები სადაც საჭიროააააააააააააააააააააა :P :D :D რა წუწუნი გოგო, ჩემი წუწუნი გაგიგია ოდესმე??????????????? ;;)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. ლიკა, შენს ტექსტში ფიქსირდება 2 ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია :P :D
ჯერ მეუბნები ბატონო განდიო, თქვენ არ გეხებათ ესო (ჯერ ეს ერთი, რამდენჯერ უნდა გითხარა ბატონო მოაშორე განდისთქო, არ უხდება თქო , ჰა??:P :D :D ) მერე, ეტყობა მაინც სინდისმა შეგაწუხა და წერ ,"რა ვიცი თუ გინდა შენც წამოდიო " ?? !!
ანუ, ვერ გავიგე, წამოვიდე თუ მე არ მეხება ეს ბანკეტი ?? :D
ანეეეეეეეეეეე, კაკრაზ 2 თვეში იქ ვიქები სადაც საჭიროააააააააააააააააააააა :P :D :D რა წუწუნი გოგო, ჩემი წუწუნი გაგიგია ოდესმე??????????????? ;;)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
14. განდი წავედით?<:-P,წუწუნი არ დაიწყო,ორ თვეშიო გაიგონე?:D
თბილგულა გოგო ვინააო?:-* განდი წავედით?<:-P,წუწუნი არ დაიწყო,ორ თვეშიო გაიგონე?:D
თბილგულა გოგო ვინააო?:-*
13. ბატონო განდი, თქვენ არ გეხებათ :D სკოლის ბანკეტზეა საუბარი, რომელიც ორ თვეში გვექნება. ქალბატონი თამარის შვილი კი ჩემი კლასელია და აქედან გამომდინარე წამოვა ბანკეტზე. რა ვიცი თუ გინდათ თქვენც წამოდით, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს :)) ბატონო განდი, თქვენ არ გეხებათ :D სკოლის ბანკეტზეა საუბარი, რომელიც ორ თვეში გვექნება. ქალბატონი თამარის შვილი კი ჩემი კლასელია და აქედან გამომდინარე წამოვა ბანკეტზე. რა ვიცი თუ გინდათ თქვენც წამოდით, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს :))
12. ვივა საქართველო :)
ლიკა, რა ბანკეტი?? სადაა ბანკეტი?????? :D
პატივისცემით, განდი. არწივი. ვივა საქართველო :)
ლიკა, რა ბანკეტი?? სადაა ბანკეტი?????? :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
11. უღრმესი მადლობა ყველას :-*
ქალბატონო თამარ! გამიცნობთ, აი ბანკეტზე მაინც :D ;) უღრმესი მადლობა ყველას :-*
ქალბატონო თამარ! გამიცნობთ, აი ბანკეტზე მაინც :D ;)
10. მაგარია ლიკუშ. მაგარია ლიკუშ.
9. შეიძლება, მაგრამ მე მაინც ესპანეთში მინდაააააააააააააააააააააააააა ;(( თან ყველაზე მეტად. შეიძლება, მაგრამ მე მაინც ესპანეთში მინდაააააააააააააააააააააააააა ;(( თან ყველაზე მეტად.
8. თავს უფლებას მივცემ და მუზის ერთ პატარა ლექს დავაკოპირებ
თენდება ცაზე და ნაბიჯ - ნაბიჯ მოდის ავრორა, შენს გამოხედვას კვლავ უნამუსოდ მიისარკისებს. სადღაც ზღვა არის, აფხაზეთია... პატარა გოგო მსუბუქ ღიმილით... ყვითელ ნაპირზე, დახრილ თვალებით ეძებს ნარცისებს.
"მძიმეა ის რაც არ მსუბუქდება" ანუ დაკარგული სამშობლოს ტკივილი :)
კარგი ხარ ლიკა თავს უფლებას მივცემ და მუზის ერთ პატარა ლექს დავაკოპირებ
თენდება ცაზე და ნაბიჯ - ნაბიჯ მოდის ავრორა, შენს გამოხედვას კვლავ უნამუსოდ მიისარკისებს. სადღაც ზღვა არის, აფხაზეთია... პატარა გოგო მსუბუქ ღიმილით... ყვითელ ნაპირზე, დახრილ თვალებით ეძებს ნარცისებს.
"მძიმეა ის რაც არ მსუბუქდება" ანუ დაკარგული სამშობლოს ტკივილი :)
კარგი ხარ ლიკა
7. ნიჭიერო გოგო ხარ... ძალიან მინდა შენი გაცნობა! :-* 5 ნიჭიერო გოგო ხარ... ძალიან მინდა შენი გაცნობა! :-* 5
6. ო, როგორ მჭირდები უსირცხვილო საქართველო : ( ო, როგორ მჭირდები უსირცხვილო საქართველო : (
5. წრფელი სიტყვებია. წრფელი სიტყვებია.
4. ლამაზად ასახული პრობლემა!!! ლამაზად ასახული პრობლემა!!!
2. ჩემი საყვარელი - საქართველოააააააა. 5 ჩემი საყვარელი - საქართველოააააააა. 5
1. გეთანხმები...აქ იმდენია სანახავი... გეთანხმები...აქ იმდენია სანახავი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|