ჯონ კიტსი - კუტკალია და ჭრიჭინა
არასოდეს არ მიიცვლება სამყაროს ლექსი: პაპანაქებით იყურსება როს ყველა ჩიტი, ჩრდილს ეფარება, აივსება სხვაგვარი რიტმით, ახლადნათიბი მდელობიც და ორღობეც, ბექიც.
იწყებს რულადას კუტკალია სანაცვლოდ იქვე, უმღერს ზაფხულის სიტკბოებას ექსტაზით, რიხით, სიწყნარის ჟამი დაუდგება თუმც ძალამიხდილს და ინაბება საამური ბალახის ძირქვეშ.
დედასამყაროს პოეზია არ წყდება არცროს: ზამთრის საღამოს, შეიგრძნობა როდესაც თოში, სიჩუმე წვება, ვიღაც ბუხრის მახლობლად თბება,
ჭრიჭინა თავის არსებობას ჭრიჭინით ამცნობს ტკბილ ძილ-ბურანში ჩაძირულს და არეულს დროში, ჰგონია მთებში კუტკალია აღავლენს ქებანს.
18 ოქტომბერი, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხს. დღე, 2022 წ.
John Keats - On the Grasshopper and Cricket
The poetry of earth is never dead: When all the birds are faint with the hot sun, And hide in cooling trees, a voice will run From hedge to hedge about the new-mown mead;
That is the Grasshopper's - he takes the lead In summer luxury, - he has never done With his delights; for when tired out of fun He rests at ease beneath some pleasant weed.
The poetry of earth is ceasing never: On a lone winter evening, when the frost Has wrought a silence, from the stove there shrills
The Cricket's song, in warmth increasing ever, And seems to one in drowsiness half lost, The Grasshopper's among some grassy hills.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა კიდევ ერთ ულამაზეს თარგმანისთვის! <3 მადლობა კიდევ ერთ ულამაზეს თარგმანისთვის! <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|