ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2022


არიმან, აჰრიმან, ჰარიმან...

შენ გქვია ოდითგან ჰარიმან,
უნდიხარ მდიდარსაც, ღარიბსაც,
პირდები მიწიერ სამოთხეს,
სანაცვლოდ ქვესკნელში აფორთხებ...

ხორციელ სიკეთის ღვთაებავ,
ხაფანგში ურიცხვი გაება,
გესავენ ამსოფლის მეფენი,
ბეზირგანები და სეფენი,

გულბოროტთ აცდუნებ ამებით,
ჯერ თავს მოაჩვენებ არიფად
და სულებს ამოხდი წამებით,
როცა წარუდგები ჰარპიად,

საწუთრო ხანმოკლე, ჩქარია,
მზაკვარო სულების პარიავ,
ო, რა უთვალავი ჯარია,
სადაც გეენაა ჯარიმა!..

არიმან, აჰრიმან, ჰარიმან...

22 ოქტომბერი, 2022 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები