ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
23 ოქტომბერი, 2022


Percy Bysshe Shelley – Love's Philosophy

პერსი ბიში შელი - სიყვარულის ფილოსოფია

მდინარე უხვობს წყალთა აღრევით
და ზღვისკენ  მსწრაფი, მას ვერ გასცდება,
სამარადჟამოდ ზეცის ქარები
შეერთდებიან ფაქიზ განცდებთან;
არაფერია ქვეყნად ეული,
ღვთიურ განგებას ასე ეწადა,
ყოველი არსი ლაღობს შერთული,
ჩვენც ერთად ყოფნა ხომ არ გვეცადა?

შეხედე ზეცის მკოცნელ მყინვარებს,
გადაჭდობილა ტალღა ტალღასთან,
ვინღა შეუნდობს ყვავილს მბზინვარეს,
ერთი ძმობილიც თუ არ ალაღა?
მიწას მზის შუქის ათბობს სიმკვეთრე,
ზღვას ალიცლიცებს მთვარე საოცი,
რაში მარგია ყველა სიკეთე,
თუ, საყვარელო, შენ არ დამკოცნი?

23 ოქტომბერი, 2022 წ.


Percy Bysshe Shelley – Love's Philosophy

The fountains mingle with the river
And the rivers with the ocean,
The winds of heaven mix for ever
With a sweet emotion;
Nothing in the world is single,
All things by a law divine
In one another's being mingle—
Why not I with thine?

See the mountains kiss high heaven,
And the waves clasp one another;
No sister-flower would be forgiven
If it disdain'd its brother;
And the sunlight clasps the earth,
And the moonbeams kiss the sea—
What is all this sweet work worth
If thou kiss not me?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები