ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 ოქტომბერი, 2022


George Gordon Byron - Lines Inscribed Upon A Cup Formed From A Skull

ჯორჯ გორდონ ბაირონი - წარწერა თავის ქალისაგან დამზადებულ სასმისზე

ნუ შეძრწუნდები სულგამოცლილ თავის ქალათი,
ნურც გაგაკვირვებს უცნაური ნივთი ამქვეყნის,
ცოცხალ თავისგან განსხვავებით, მისგან ღალატი
არ გემუქრება, არც სიტყვები - თავმოსაწყენი.

მეც ხომ შენსავით მიველტვოდი სმას, ტრფიალებას,
მოვკვდი და მიწას უკვე ვეღარ შევეურჩები,
შემავსე – შენ არ ძალგიძს ჩემი გატიალება,
რადგან მატლებს აქვთ შენზე ბევრად ბილწი ტუჩები.

შუშხუნა ღვინით მირჩევნია ვიყო აღსავსე,
ვიდრე დამხრავდნენ საზიზღარი ქვეწარმავლები,
ღმერთთა სასმელით ვარწყულებდე ქვეყნად ათასებს
მიჯობს, ვიდრეღა ჭია-ღუის გავხდე სათქვლეფი.

სადაც ბრწყინავდა ჩემი გონი, დღეს იმ ჭურჭელმა,
სითხით აღვსილმა მსახურება კაცთა ითავა
და ტვინის ნაცვლად თუ შეამკო ტკბილმა სურნელმა,
ღვინოზე ძვირფასს აირჩევდა განა შიგთავსად?

დალიე, სანამ გაგისტუმრებს ჟამის სახნისი
და როცა მიწა შეძლებს შენი გვამის წახდენას,
მიწის ხვევნისგან სხვა ჯილაგის ალბათ დაგიხსნის,
გამოიყენებს შენს ქალასაც ვინმე სალხენად.

რატომაც არა - განა არ სჯობს ამ ცრუ საწუთროს
სევდიან იერს თუ შესძენენ ჩვენი თავები,
თუ თიხა ვეღარ მოახერხებს დაგვისაკუთროს
და გასართობად კაცთა მოდგმას გამოვადგებით!

27 ოქტომბერი, 2022 წ.


George Gordon Byron - Lines Inscribed Upon A Cup Formed From A Skull

Start not—nor deem my spirit fled:
In me behold the only skull
From which, unlike a living head,
Whatever flows is never dull.

I lived, I loved, I quaffed like thee;
I died: let earth my bones resign:
Fill up—thou canst not injure me;
The worm hath fouler lips than thine.

Better to hold the sparkling grape
Than nurse the earthworm's slimy brood,
And circle in the goblet's shape
The drink of gods than reptile's food.

Where once my wit, perchance, hath shone,
In aid of others' let me shine;
And when, alas! our brains are gone,
What nobler substitute than wine?

Quaff while thou canst; another race,
When thou and thine like me are sped,
May rescue thee from earth's embrace,
And rhyme and revel with the dead.

Why not—since through life's little day
Our heads such sad effects produce?
Redeemed from worms and wasting clay,
This chance is theirs to be of use.


27 ოქტომბერი, 2022 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები