ჯონ კიტსი - დღე დამთავრდა
დღე დამთავრდა და წაიყოლა ყველა სიამე, ტკბილი ხმა, ბაგე, მკერდი, ხელი, თმა დახვეული, სუნთქვა, ჩურჩული... შუქ-ჩრდილებიც შთანთქა სიღამემ, აგრეთვე თვალი, დუნე წელი, სარო სხეული.
დაჭკნა ყვავილი და გაუქრა მას სიმაისე, თვალს მიეფარა სახილველი გულმოსაოხი, მშვენიერებას ხვევნით ვეღარ გავითავისებ, გაქრა ხმა, სითბო, სიქათქათე, ბაღი სამოთხის.
გაქრა უდროოდ ყველაფერი, მწუხრის ზადიკმა მისი ადგილი წმინდა ღამეს როცა დაუთმო, სალაფარდებით არემარემ თალხი გადიკრა, სასიყვარულოდ მოამზადა გზნებით საწუთრო.
რამეთუ დღეის სატრფიალო წარვთქვი ლოცვები, მწამს, გამიხდება სანუგეშო ძილის მომცემი.
31 ოქტომბერი, 2022 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/50374/the-day-is-gone-and-all-its-sweets-are-gone
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან მდიდარია, ძალიან ლამაზი. ძალიან მდიდარია, ძალიან ლამაზი.
4. მადლობა კომენტარისთვის! არ ვიცოდი. ვნახე, წაკითხვის შემდეგ, ამბაკო ჭელიძის <3 თარგმანი, „ყაზალები“. ჰაფეზი. გენიოსის აღმოსავლური სინაზე... ძალიან მოუხდა დასავლურს. ოსტატისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი. მადლობა კომენტარისთვის! არ ვიცოდი. ვნახე, წაკითხვის შემდეგ, ამბაკო ჭელიძის <3 თარგმანი, „ყაზალები“. ჰაფეზი. გენიოსის აღმოსავლური სინაზე... ძალიან მოუხდა დასავლურს. ოსტატისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი.
3. "შენი სარო სხეული ჩემს ბაღში ნაზარდია" "შენი სარო სხეული ჩემს ბაღში ნაზარდია"
2. უღრმესი მადლობა, ვიკა,
"სარო სხეული" - ჩემი მოგონილი არაა, გამოჩენილ მთარგმნელს - ამბაკო ჭელიძეს დავესესხე:
"შენი სარო სხეული, ჩემს ბარში ნაზარდია" - ჰაფეზიდან
იხილეთ: http://hafez-georgian.blogspot.com/p/blog-page_17.html
უღრმესი მადლობა, ვიკა,
"სარო სხეული" - ჩემი მოგონილი არაა, გამოჩენილ მთარგმნელს - ამბაკო ჭელიძეს დავესესხე:
"შენი სარო სხეული, ჩემს ბარში ნაზარდია" - ჰაფეზიდან
იხილეთ: http://hafez-georgian.blogspot.com/p/blog-page_17.html
1. Bright eyes, accomplish’d shape, and lang’rous waist!
„სარო სხეული“... ულამაზესი მიგნება...
დასასრულ: დახვეწილი და ზუსტი თარგმანი იმ განწყობისა, რითაც სავსეა პოეტის იმედით სავსე ფრაზა. ზუსტი მიგნება... კიდევ ერთხელ, მადლობა უდიდესი სიამოვნებისა და იმ სიმშვიდისთვის, რომელიც თქვენმა არაჩვეულებრივმა თარგმანმა მომგვარა. Bright eyes, accomplish’d shape, and lang’rous waist!
„სარო სხეული“... ულამაზესი მიგნება...
დასასრულ: დახვეწილი და ზუსტი თარგმანი იმ განწყობისა, რითაც სავსეა პოეტის იმედით სავსე ფრაზა. ზუსტი მიგნება... კიდევ ერთხელ, მადლობა უდიდესი სიამოვნებისა და იმ სიმშვიდისთვის, რომელიც თქვენმა არაჩვეულებრივმა თარგმანმა მომგვარა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|