ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 იანვარი, 2023


John Keats – HITHER, hither, love

ჯონ კიტსი - მოდი, მოდი, ტრფობავ

მოდი, მოდი, ტრფობავ,
მოაკითხე ველობს,
მოდი, რათა გრძნობა
გამუდმებით ვკვებოთ!

მოდი, თუკი გინდა
პრიმულების ნახვა,
ყვავილები მინდვრად
დაცვარულან ახლად!

მოდი, ეზიარე
ამ სიხარულს ულევს,
ადიადე არე,
ზაფხულს შეეუღლე!

თუმც სიამის ხანძრის
უმალ გვტოვებს შვება,
მგზნებარების განძი
სულ ერთ წამში კვდება,

არ გამქრალა, გწამდეს,
ჯერაც ლხენის სასო,
ქვეყნად ვიდრე თან გვდევს,
ო, რა ძვირად ფასობს!

სიყვარულის ხვავი
წელს გვიმკობდეს მრავალს,
თუ მოვკვდი და გავხმი,
კმაყოფილი წავალ!

26 იანვარი, 2023 წ.


John Keats – HITHER, hither, love

HITHER, hither, love---
'Tis a shady mead---
Hither, hither, love!
Let us feed and feed!

Hither, hither, sweet---
'Tis a cowslip bed---
Hither, hither, sweet!
'Tis with dew bespread!

Hither, hither, dear
By the breath of life,
Hither, hither, dear!---
Be the summer's wife!

Though one moment's pleasure
In one moment flies---
Though the passion's treasure
In one moment dies;---

Yet it has not passed---
Think how near, how near!---
And while it doth last,
Think how dear, how dear!

Hither, hither, hither
Love its boon has sent---
If I die and wither
I shall die content!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები