ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2023


Jägermeister

ვცმუცნით შოკოლადს. მერვე ჭიქა Jägermeister,.
გამოვეჩხირე ნასვამობის / სიმთვრალის შუა.
მწარე შოკოლადს მოვატეხე უთხილო ყუა.
ძველი ფირფიტა ატრიალებს პიანოს. Schumann.
ვინ იცის, იქნებ, ჩემზე მთვრალი არის  მაესტრო?
იქნება, არც კი. გამოცნობას ფუჭად ვეცადო-
არაფრად მიღირს. დამიჯერე და აი, მეცხრე
ჭიქიდან უკვე ავედევნე გაფრენილ მერცხლებს-
ირმის რქებიდან. ჯვარიდანაც. ბავშვივით შემრცხვა.
თვალის შევლება მოვასწარი მერცხლებს-ზეცამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები