ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 თებერვალი, 2023


George Gordon Byron - Maid of Athens, Ere We Part

ჯორჯ გორდონ ბაირონი - გაყრის დროა, ათენელო ასულო

Ζωή μου, σᾶς ἀγαπῶ  - „ზოი მუ, სას აგაპო“ (ბერძნული) – „ჩემო სიცოცხლევ, მე შენ მიყვარხარ“

გაყრის დროა, ათენელო ასულო,
დაუბრუნე გვედრი გული საუფლოს
ჩემი მკერდის, ან თუ ჩათვლი საჭიროდ,
მიუჩინე სამარადო სამკვიდრო,
დავიფიცებ, ხელებს ცისკენ აღვაპყრობ,
ვიდრე წავალ - „ზოი მუ, სას აგაპო!“

თმას გიწეწავს, დაქრის აურზაურით
მონაბერი ეგეოსის ზღვაური,
დაგიკოცნის ღაწვებსა და წამწამებს
და ეჭვიანს ნიშნისგებით მაწამებს,
შვლის თვალებით გულს მიშფოთებ დანაპყრობს,
სანუკვარო - „ზოი მუ, სას აგაპო!“

შენი ბაგის სიტკბოებას შევნატრი,
მიმიზიდავ ტანწერწეტა, კენარი,
მინდა ვარდთა თაიგულის სურნელით
გაგიმხილო გრძნობა გამოუთქმელი,
შენთან გულს სურს გასცდეს მკერდის კალაპოტს,
ჩაგისახლდეს - „ზოი მუ, სას აგაპო!“

მოახლოვდა, აი, ჩემი მგზავრობა,
გამიხსენე, რომ დარჩები მარტოკა!
ათენიდან წასულს მელის სტამბული,
თუმცა გული შენთან მრჩება დაბმული,
თუ შეწყვიტა შენი ტრფობა, გააპოს
ელდისცემამ - „ზოი მუ, სას აგაპო!“

1 თებერვალი, 2023 წ.


George Gordon Byron - Maid of Athens, Ere We Part

The Greek Refrain at the end of each stanza was translated by the author as "My life, I love thee."


Maid of Athens, ere we part,
Give, oh, give back my heart!
Or, since that has left my breast,
Keep it now, and take the rest!
Hear my vow before I go,
Ζωή μου, σᾶς ἀγαπῶ.

By those tresses unconfined,
Wooed by each Aegean wind;
By those lids whose jetty fringe
Kiss thy soft cheeks' blooming tinge;
By those wild eyes like the roe,
Ζωή μου, σᾶς ἀγαπῶ.

By that lip I long to taste;
By that zone-encircled waist;
By all the token-flowers that tell
What words can never speak so well;
By love's alternate joy and woe,
Ζωή μου, σᾶς ἀγαπῶ.

Maid of Athens! I am gone:
Think of me, sweet! when alone.
Though I fly to Istambol,
Athens holds my heart and soul:
Can I cease to love thee? No!
Ζωή μου, σᾶς ἀγαπῶ.

1810

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები