ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
4 თებერვალი, 2023


George Gordon Byron - Stanzas for Music

ჯორჯ გორდონ ბაირონი - სტანსები მუსიკისთვის

ლამაზებში ელვარებით
ყველას სჭარბობ, გეტრფის ბევრი,
ზღვის მუსიკას ედარები
რჩეული ხმის ნაზი ტემბრით,
ჩაგვინერგავ მოთმინებას,
მბორგავი ზღვაც შოშმინდება
და ლივლივებს გალურსული,
მოერევათ ქარებს რული.

ღამით მთვარე ოქრომკედით
ჯაჭვს წნავს წყალზე, სუსტი ტალღით
ებურცება წყნარ ზღვას მკერდი,
თითქოს სუნთქავს ძილში ბალღი.
ჩემი სულიც გისმენს გვერდით,
მოუხრია მდაბლად ქედი,
ფაქიზ გრძნობით ისე სავსეს,
ზღვის ნაზ ფრთონას მიამსგავსებ.

4 თებერვალი, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: http://www.online-literature.com/byron/698/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები