ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2023


დაშლა

შენ გადიოდი ყოველ დილით,
მე შინ ვრჩებოდი,
შენ ოჯახისთვის ბევრს შრომობდი,
მე შინ ვრჩებოდი,
შენ მოდიოდი გადაღლილი,
მე შინ გხვდებოდი,
შენ მოდიოდი მშიერი და
მე  გახვედრებდი.

მე გიყვებოდი პრობლემებზე,
შენ არ მისმენდი,
მე გიყვებოდი ტკივილებზე,
შენ არ ისმენდი,
მე გიყენებდი ულტიმატუმს,
შენ არ გჯეროდა,
მე ვნებდებოდი, ვრჩებოდი და
შენ  არ ჯავრობდი...

შენ წერდი ლექსებს, ჩემთვის აღარ
მე წერა დავთმე,
შენ ლექსებს წერდი სხვებისათვის
მე წერამ დამთმო,
შენ გკითხულობდნენ, გაღმერთებდნენ, 
მე მსურდა წერა,
შენ  დაიკარგე ქაოსში და
მე  სადღაც დაგრჩი...

მე ყოველ ჯერზე კითხვებს ვსვამდი,
შენ კი არ გსურდა,
მე უპასუხოდ ვინგრეოდი,
შენ კი არ გსურდა,
მე გამოსავალს ვიგონებდი,
შენ კი გარბოდი,
მე გამოსავალს ვპოულობდი,
შენს მოსასვლელად...

შენ გადიოდი ყოველ დილით,
მე შინ ვრჩებოდი,
შენ მოდიოდი გადაღლილი,
მე შინ გხვდებოდი,
შენ ერთგულება სხვისი სცადე
გამოსარჩენად,
მე არაფერი გავაკეთე
გადასარჩენად!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები