ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა.მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2023


Cloche-შლაპასავით...

მადლიერების წერილი ბიძას, ზურა ჩეკურაშვილს

დგება დღე, როგორც ჭინჭებს კომოდში,
ან ძველ მეგობარს, როგორც ანტიკვარს,
ივიწყებ, უწინ როგორ ომობდი,
ვით ძველ სპარსეთთან — მცირე ატიკა.

გადაყოლილი, სადღაც, ხურდაში —
ვეღარ გთრგუნავენ ძველი ურვანი
და რჩები ხვედრის შენვე წინაშე,
როგორც ნაპოვნი გზაში თუმანი.

კართან მიუგდებ მას, ვით თამასუქს,
გამობრძმედილი სპარსეთთან ომში —
Cloche-შლაპასავით დიდი ხნის ნაქონ
სულს, გამტყუნებულ იმედთა ქოშით...

უკვე შელახულს მრავალგზის ეტრატს
შლის ძველ ნაფიქრალს, მსხვილი ცარცივით,
აზრს, ვით ასგარდზე ბუმბერაზს — ედა,
ხელში უპყრია სიტყვის არწივი.

2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები