ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
18 თებერვალი, 2023


George Gordon Byron - Sonnet to Genevra (II)

ჯორჯ გორდონ ბაირონი - სონეტი  ჯენევრას (II)

განა წუხილით, საფიქრალით ღაწვია მკრთალი,
ისე გიხდება, - უცაბედად წვეული ლხენა
გაყირმიზებით შელახავდა მშვენებას ზენას,
მე კი არ მინდა მკვეთრი ფერით დაგეტყოს ნაკლი.

ნუ დამაბრმავებ ულურჯესი ბრდღვიალა თვალით,
დედისეული გულჩვილობით რომელიც მთენთავს,
სუსხიან მზერას დამიბინდავს ცრემლების დენა,
სათუთი, როგორც წყლის წვეთები ცისარტყლის რკალის.

ძირს დაშვებული წამწამებით დროდადრო ბრწყინავს
კაეშნის სული, დაეშვება თითქოსდა ცალკე
სასუფევლიდან სერაფიმი ნაზი და წმინდა,

დატანჯულების შებრალების სურვილს რომ ავლენს,
სიდიადის და სათნოების თაყვანი მინდა,
არ შემიძლია სიყვარული ამაზე ნაკლებ!

18 თებერვალი, 2023 წ.


George Gordon Byron - Sonnet to Genevra (II)

Thy cheek is pale with thought, but not from woe,
And yet so lovely, that if Mirth could flush
Its rose of whiteness with the brightest blush,
My heart would wish away that ruder glow:

And dazzle not thy deep-blue eyes—but, oh!
While gazing on them sterner eyes will gush,
And into mine my mother’s weakness rush,
Soft as the last drops round Heaven’s airy bow.

For, though thy long dark lashes low depending,
The soul of melancholy Gentleness
Gleams like a Seraph from the sky descending,

Above all pain, yet pitying all distress;
At once such majesty with sweetness blending,
I worship more, but cannot love thee less.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები