ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: იუმორისტული
23 თებერვალი, 2023


შარდის ანალიზი

  როგორც ყველა ახალჩამოსული ემიგრანტი, ჩემმა მეგობარმა ენა არ იცოდა, ასეთებს კი  დასაქმების ოფისები ძირითადად მძიმე ჩავარდნილ ავადმყოფებთან ან მუნჯებთან აგზავნიდა.
როგორც იქნა გამოჩნდა სამოცდახუთი წლის ინსულტგადატანილი ქალი, რომელიც ვერ მეტყველებდა და ყურშიც ცუდად ესმოდა, ჯუჯღუნით შევიყვანე ჩემი მეგობარი, ამ მუნჯთან ენას ვერასოდეს ვისწავლიო, მე კი ნახევრადხუმრობით ვუთხარი , მუნჯი სამარეა., სხვაგან ამათ მოსწონს ვერაფერს გააკეთებთქო.
  ერთ დილით ამ ქალის შვილი მირეკავს, თქვენს მეგობარს გააგებინეთ ზეგ დილისთვის ,,ბებო,,ს შარდი დამახვედროსო, რა თქმა უნდა იმ წუთას გადავეცი და ვთხოვე არ დავიწყებოდა.
.
  მეორე დღეს ვურეკავ, რა ქენი, როგორი პასუხი მოვიდათქო, რომ იცოდე დამავიწყდა და ჩემი გავატანეო. გულის ფანცქალით ველოდები მესამე დღეს, ეგ ,,ბომბი,, რომ გასკდეს ჩემს მეგობარს ხომ ვიცი ციხე არ აცდება. ოი, საოცრებავ ზუსტად ნახევარ საათში ,, ბებოს,, ქალიშვილი მირეკავს, დედაჩემზე ექიმმა მითხრა ოცი წლის გოგოს ანალიზები აქვსო, ორივემ ღმერთს მადლობა გადავუხადეთ, ბებია საავადმყოფოს გადავარჩინეთ, ჩვენ კი ცოდვის  ყულაბა ერთით გავამდიდრეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები