ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 თებერვალი, 2023


John Keats - To the Nile

ჯონ კიტსი - ნილოსს

აფრიკის ძველი, მთვარის მთების რჩეულო პირმშოვ,
პირამიდების მეთაურო, ნიანგთა ბინავ,
ხელხვავრიელად წოდებული დღედაღამ ბრწყინავ,
თუმც შენ გარშემო დავინახავთ ვეება ქვიშრობს.

მუქი ერების ძიძის სახელს ოდითგან იშნობ,
მართლა უხვი ხარ, თუ სახელი საცდურად გინდა,
მონური შრომით დაღლილების გონებას ბინდავ, 
რათა მოტყუვდეს უქონელი და უხვაიშნო?

არა, შავბნელი ვარაუდი, ეჭვია მცდარი!
უცოდინრობა ახმობს ყოველს, დაფარავს სილით,
შენ კი მიდამოს უშურველად არწყულებ ცვარით,

მორწყავ ბალახებს, ახლომახლო ყვავილობს ისლი,
აჩენ კუნძულებს და სიცოცხლეს დაბადებ მტკნარი,
ალიონს ხვდები, ბედნიერი - ზღვისაკენ ილტვი.

24 თებერვალი, 2023 წ.


John Keats - To the Nile

Son of the old moon-mountains African!
Chief of the Pyramid and Crocodile!
We call thee fruitful, and, that very while,
A desert fills our seeing's inward span;

Nurse of swart nations since the world began,
Art thou so fruitful? or dost thou beguile
Such men to honour thee, who, worn with toil,
Rest for a space 'twixt Cairo and Decan?

O may dark fancies err! they surely do;
'Tis ignorance that makes a barren waste
Of all beyond itself, thou dost bedew

Green rushes like our rivers, and dost taste
The pleasant sun-rise. Green isles hast thou too,
And to the sea as happily dost haste.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები