 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 1 მარტი, 2023 |
რაზე ოცნებობენ ოცდაათს გადაცილებული გოგონები? რა ახვევთ თავბრუს, რას ელიან, საით მიდიან? ბოლოს როდის ნახეს ციცინათელები? როდის დათვალეს ვარსკვლავები სველ მიწაზე ზურგით გართხმულებმა, როდის გაღეჭეს ნედლი თივის ჯერ ნედლი ღერო, უკირკიტეს მთვარეს, ან ბოლოს როდის დაისერეს ბალახზე ხელი? ცივი მდინარის კალაპოტში ფეხშიშველებმა როდის შეტოპეს? დაუსხლტათ ფეხი, წაიქცნენ და კისკისით ადგნენ? ბაბუაწვერებს ბოლოს როდის უბერეს სული? როდის დახედეს თავის მუხლებს მოშიშვლებულზე და იარებად დაითვალეს მოგონებები იმ ბავშვობიდან მათი უკან მიბრუნებისას შორად რომ მოსჩანს, სულ უფრო მეტად ბუზისხელაზე...
და საერთოდ, როდის მოასწრეს ამ მცირე ხანში ამ გოგონებმა სავარცხლის უკან გადაგდება, წლების ტყეებად გადაქცევა, ემოციების კლდეებად ქცევა? სიმარტოვის მტკნარ ტბებად ქცევა როდის მოასწრეს? იქნებ, იმ დღიდან ზღაპრებით რომ ძილი ისწავლეს, სადაც ტირილის ნაცვლად ხშირად სიმშვიდეს სთხოვდნენ, სადაც სიჩუმეს ასწავლიდნენ პროტესტის ნაცვლად, სადაც უსიტყვო მორჩილების, მოვალედ ხდიდნენ და ეგონათ რომ გადარჩენაც აქედან მოდის! იქნებ, ამიტომ წლებთან ერთად გადაეჩვივნენ ხმამაღალ სიცილს, თვალებს ძირს ხრიდნენ შინაგანი ამბოხის ნაცვლად, იქნებ, ფიქრობდნენ რომ დამარხვა ბევრად ამართლებს დასავიწყებლად, მაგრამ მარხვაში, შიმშილისას, რატომღა თხიან საკუთარ ხელით გათხრილ საფლავებს, ფრჩხილებდაჭმული გოგონები, ოცდაათს ზევით, მიდიან საით? ფიქრობენ რაზე? რა ახვევთ თავბრუს?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ბოლოს როდის ნახეს ციცინათელები? როდის დათვალეს ვარსკვლავები სველ მიწაზე ზურგით გართხმულებმა, როდის გაღეჭეს ნედლი თივის ჯერ ნედლი ღერო, უკირკიტეს მთვარეს, ან ბოლოს როდის დაისერეს ბალახზე ხელი? ცივი მდინარის კალაპოტში ფეხშიშველებმა როდის შეტოპეს? დაუსხლტათ ფეხი, წაიქცნენ და კისკისით ადგნენ? ბაბუაწვერებს ბოლოს როდის უბერეს სული?
მოდი ყველაფერი გავაკეთოთ <3
იმის მერე ბევრჯერ წავიკითხე კიდევ და ძალიან მაგარია, ზუსტია. რა რთულია ასეთი ემოციების დროს დაიცვა ზღვარი და არ გადააჭარბო, სწორად გადმოსცე სათქმელი და თან მუსიკაც ჰქონდეს... ბოლოს როდის ნახეს ციცინათელები? როდის დათვალეს ვარსკვლავები სველ მიწაზე ზურგით გართხმულებმა, როდის გაღეჭეს ნედლი თივის ჯერ ნედლი ღერო, უკირკიტეს მთვარეს, ან ბოლოს როდის დაისერეს ბალახზე ხელი? ცივი მდინარის კალაპოტში ფეხშიშველებმა როდის შეტოპეს? დაუსხლტათ ფეხი, წაიქცნენ და კისკისით ადგნენ? ბაბუაწვერებს ბოლოს როდის უბერეს სული?
მოდი ყველაფერი გავაკეთოთ <3
იმის მერე ბევრჯერ წავიკითხე კიდევ და ძალიან მაგარია, ზუსტია. რა რთულია ასეთი ემოციების დროს დაიცვა ზღვარი და არ გადააჭარბო, სწორად გადმოსცე სათქმელი და თან მუსიკაც ჰქონდეს...
5. არვიცი მუხა, აქტუალურ თემებს ნაკლებად დავდევ, უფრო ემოციებთან და საკუთარ შეგრძნებებთან ერთად მიყვარს ხეტიალი :) დანარჩენში გეთანხმები არვიცი მუხა, აქტუალურ თემებს ნაკლებად დავდევ, უფრო ემოციებთან და საკუთარ შეგრძნებებთან ერთად მიყვარს ხეტიალი :) დანარჩენში გეთანხმები
4. რაღაც აქტუალური გახდა გოგონების და ქალების" თემა. არა და მშვენიერი ციცოცხლე და დატკბობის მეტი არა უნდა გინდოდეს, ადამიანს, ყველაფერს დაიბრუნებ დაკარგულ დროს ვერა და ვერა,
რაღაც აქტუალური გახდა გოგონების და ქალების" თემა. არა და მშვენიერი ციცოცხლე და დატკბობის მეტი არა უნდა გინდოდეს, ადამიანს, ყველაფერს დაიბრუნებ დაკარგულ დროს ვერა და ვერა,
3. დიდი მადლობა პირველ რიგში ❤️ ჩავაკორექტირე რაღაცეები, თუ კონკრეტულად რამეზე გაქვთ შენიშვნა, და ვერ ვხვდები, იქნებ მომწეროთ პირადში ???? დიდი მადლობა პირველ რიგში ❤️ ჩავაკორექტირე რაღაცეები, თუ კონკრეტულად რამეზე გაქვთ შენიშვნა, და ვერ ვხვდები, იქნებ მომწეროთ პირადში ????
2. კორექტურებს მიხედეთ, თუ შეიძლება კორექტურებს მიხედეთ, თუ შეიძლება
1. სათავფურცლეა სათავფურცლეა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|